განუმეორებელი არომატის და გემოს სასმელი, რომელზეც თითქმის ყველა ადამიანია შეყვარებული – ეს მისი უდიდებულესობა ყავაა.
ის საოცარი გამათბობელი საშუალებაა წელიწადის ცივ დროს.
ყავის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს. გთავაზობთ 6 ყველაზე პოპულარულსა და მარტივ ყავის რეცეპტს:
1. მაგარი ყავა შოკოლადითა და ნაღებით
ინგრედიენტები 6 პერსონაზე:
1 ჩაის კოვზი შავი ყავა
150 მლ ბრენდი
4 ცალი კარდამონი
1 ფორთოხალი
200 გრ მწარე შოკოლადი
300 მლ ნაღები
მომზადების წესი:
1. მოამზადეთ მაგარი ყავა;
2. დაუმატეთ ბრენდი, კარდამონი და წრეებად დაჭრილი ფორთოხალი;
3. გააჩერე 2 წუთით.
4. შოკოლადის ნაწილი ჩააწყვეთ ფინჯანში, დანარჩენი ჩაყარეთ ყავაში.
5. ბრენდისა და კარდამონის ნაყენს დაასხით ყავა და მორთეთ ათქვეფილი ნაღებით.
2. ცხელი მოკო
ინგრედიენტები:
3 სუფრის კოვზი შაქარი
3 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
3 ჩაის კოვზი ნატურალური ყავა
1 სუფრის კოვზი რძე
1/2 ჩაის კოვზი ვანილი
მომზადება:
1. ჯეზვეში გააცხელეთ შაქარი, კაკაოს ფხვნილი და დაფქული ყავა;
2. დაუმატეთ წყალი და მოხარშეთ ყავა.
3. გადმოასხით პატარა ქვაბში.
4. თანდათანობით დაუმატეთ რძე და კვლავ დადგით საშუალო ცეცხლზე ერთგვაროვანი სასმლის მიღებამდე.
5. დაუმატეთ ვანილი. მორთეთ ათქვეფილი ნაღებით.
3. კაპუჩინო ბლანკო
ინგრედიენტები:
1/2 ჭიქა რძე;
1/2 ჩაის კოვზი ვანილი
1 ჩაის კოვზი შაქარი
360 გრ ნატურალური ყავა
დარიჩინი გემოვნებით
მომზადება:
1. შეათბეთ პატარა ჭურჭელში რძე, დაუმატეთ ვანილი.
2. ადუღებამდე მიიყვანეთ, გააგრილეთ და თავდახურული რამდენიმე წუთით გააჩერეთ.
3. შემდეგ დაუმატეთ შაქარი და კვლავ აადუღეთ, გააგრილეთ და გაწურეთ.
4. ბლენდერით ათქვიფეთ სასმელი მკვრივი ქაფის კონსისტენციის მიღებამდე.
5. მასიურ ფინჯნებში ჩაასხით ჯერ ექსპრეს-ყავა (უნალექო), შემდეგ ზემოდან დაასხით რძის ქაფი, გემოვნებით მოაყარეთ დარიჩინი.
4. ირლანდიური ყავა (Irish Coffee)
ინგრედიენტები 1 პერსონაზე:
2 ჩაის კოვზი შაქარი
45 მლ ირლანდიური ვისკი
3/5 ჭიქა ახალმოდუღებული ყავა
1 სუფრის კოვზი 40 %-იანი ნაღები
მომზადება:
1. ფინჯანში ერთმანეთში აურიეთ შაქარი და ვისკი, შემდეგ დაასხით ცხელი, მაგარი ყავა.
2. მომცრო ჯამში ოდნავ ათქვიფეთ ნაღები.
3. ფრთხილად დაადეთ ათქვეფილი ნაღები ყავის ზედაპირზე (ისე, რომ ნაღები არ გაიხსნას ყავაში). არ მოურიოთ.
4. ყავა-ბრიულო
ინგრედიენტები 4-6 პერსონაზე:
1 ფორთოხლის ცედრა (უწყვეტად გათლილი კანი).
1 ლიმონის ცედრა (უწყვეტად გათლილი კანი).
6 ცალი მიხაკი
1 ჩხირი დარიჩინი
100 მლ ბრენდი ან კონიაკი
3-4 სუფრის კოვზი ფორთოხლის ლიქიორი (სასურველია)
2 ფინჯანი შავი, მაგარი ყავა.
მომზადება:
1. ჩააწყვეთ ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა ქვაბში.
2. დაუმატეთ შაქარი, მიხაკი, დარიჩინი, ბრენდი და ფორთოხლის ლიქიორი.
3. შეათბეთ, სანამ შაქარი არ გადნება, თან განუწყვეტლივ ურიეთ.
4. მოადუღეთ ყავა და ნელ-ნელა ჩაუმატეთ ბრენდისა და ცედრის ნარევში.
5. გააფორმეთ დარიჩინის ჩხირით.
6. არომატული საახალწლო ყავა
ინგრედიენტები:
10 ფინჯანი ახალმოდუღებული ყავა
1/2 ჭიქა შაქარი
1/4 ჭიქა კაკაოს ფხვნილი
1/4 ჩაის კოვზი დარიჩინი
0,3 ჭიქა წყალი
ათქვეფილი ნაღები გამოვნებით
მომზადება:
1. პატარა ქვაბში ერთმანეთში აურიეთ შაქარი, კაკო და დარიჩინი.
2. დაუმატეთ წყალი და ადუღეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.
3. დაუმატეთ ყავა, კარგად აურიეთ და მიიტანეთ სუფრასთან ათქვეფილი ნაღებით მორთული.
გაუმასპინძლდით მეგობრებს ერთ-ერთი რეცეპტით მომზადებული ყავით და გააკვირვეთ ისინი თქვენი ოსტატობით. უმჯობესი იქნება, თუ სტუმრების თანდასწრებით მოამზადებთ ყავას, ეს ეფექტს გააძლიერებს.
ასევე იხილეთ:
ტესტი-ინფოგრაფიკა: რომელი ყავა ხართ?
ყავა თუ ჩაი - ვირჩევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით