11 იანვარს, ლოს-ანჯელესში ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის, "ოქროს გლობუსის" 72-ე დაჯილდოება გაიმართა.
იხილეთ ფოტოგალერეა
მოგეხსენებათ, ეს პრემია "ოსკარის" გენერალურ რეპეტიციად ითვლება. ცნობილები, რომელთა შორისაც იყვნენ ჯენიფერ ენისტონი, ჰაიდი კლუმი და ჯულიანა მური, ცდილობდნენ, დაეჩრდილათ ერთმანეთი წითელი ხალიჩისთვის შექმნილი კაბებით.
როგორც წესი, ნომინაციები და სტუმართა შემადგენლობა ხშირად "ოსკარისას" ემთხვევა, მაგრამ, ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოებისგან განსხვავებით, საოცნებო მრგვალი სტატუა გადაეცემა არა მხოლოდ სრულმეტრაჟიანი კინონამუშევრებისთვის, არამედ წარმატებულ სატელევიზიო პროექტებსაც.
ამიტომაც წითელ ხალიჩაზე, ჰოლივუდის კინოს ვარსკვლავებთან ერთად, ბრწყინავდნენ სუპერპოპულარული სერიალების მსახიობებიც – მაგალითად, კლერ დეინსი, ტეილორ შილინგი და ვიოლა დევისი.
მსახიობების უმეტესობას მკაცრად ჰქონდა დაცული ღონისძიების დრეს-კოდი, Black Tie. მხოლოდ ემა სტოუნმა გადაწყვიტა, ყოფილიყო გამორჩეული და წითელი ხალიჩისთვის აირჩია შარვალი და ტოპი.
ხოლო ჯენტლმენებიდან არასტანდარტული ჩაცმულობით ყურადღებას იქცევდა ალან კამინგი, რომელსაც კრემისფერ კოსტიუმთან მკვეთრი ფერის კედები ეცვა.
ნახეთ "ოქროს გლობუსის" წითელი ხალიჩის ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავები.
თქვენი აზრით, რომელია ყველაზე გემოვნებიანი და რომელი ნაკლებად?