38 წლის ანჯელინა ჯოლი ბოლო დროს თითქმის არცერთ ცერემონიალზე არ ჩნდება მოკლე კაბით. გამონაკლისი გახდა ლოს-ანჯელესში გამართული კინოზღაპრის, "მალეფისენტას" პრეზენტაცია.
იხილეთ ფოტოგალერეა
ანჯელინა ჯოლი აგრძელებს თავისი ახალი ნამუშევრის – ცნობილი ზღაპრის, "მძინარე მზეთუნახავის" ახალი ვერსიის, რობერტ სტომბერგის "მალეფისენტას" პრეზენტაციას. მსახიობი ფილმში ბოროტი ჯადოქრის როლს ასრულებს. ამჯერად, ლოს-ანჯელესში ანჯელინა ჟურნალისტებს შეხვდა.
ფოტოგრაფების კამერების წინ ენჯი მისთვის უჩვეულო შავი მოკლე, მაქმანებიანი კაბით წარსდგა. მსახიობის ჩაცმულობას ასრულებდა ბუნებრივი ვარცხნილობა და Christian louboutin-ის უცნაური ფეხსაცმელები. თუმცა ფოტოზე არაფერი ისე არ იქცევს ყურადღებას, როგორც ანჯელინა ჯოლის კატასტროფულად გამხდარი ფეხები. მსახიობი, ფაქტობრივად, დღითიდღე დნება.
"წარმოდგენაც არ მინდოდა, რომ იმდენი ფილმიდან, რომელშიც მითამაშია, ვერცერთს ვერ ნახავდნენ ჩემი შვილები იქამდე, სანამ გაიზრდებოდნენ. ამაზე მხოლოდ მას შემდეგ დავფიქრდი, როცა "მალეფისენტაში" ვითამაშე! ახლა კი ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემს ფილმოგრაფიაში გაჩნდა ისეთი სურათი, რომელიც მათ მოეწონებათ და გაახარებთ. ბავშვებს ისე მოსწონდათ გადასაღებ მოედანზე ყოფნა, მძინარე მზეთუნახავთან და პრინცთან შეხვედრა! ფილმზე მუშაობის განმავლობაში დიდი დრო გავატარე ჩემს შვილებთან ერთად და ეს შესანიშნავი იყო", - განუცხადა მსახიობმა ჟურნალისტებს.
იხილეთ ფოტოგალერეა
შეგახსენებთ, რომ ფილმ "მალეფისენტაში" თამაშობს ანჯელინა ჯოლის 4 წლის გოგონა ვივიენი. საქმე ისაა, რომ ენჯი იმდენად შეიჭრა ბოროტი ჯადოქრის როლში, რომ სხვა ბავშვები ვერაფრით გააჩერეს გადასაღებ მოედანზე, ეშინოდათ და ტიროდნენ, როცა მსახიობს გრიმში ხედავდნენ. ასე რომ, პატარა ვივიენმა გადამღები ჯგუფი და დედიკო იხსნა ამ პრობლემისგან და თავად ითამაშა ფილმში.
ასევე იხილეთ:
შიშველი ანჯელინა ჯოლი მკერდის გარეშე დახატეს (+ფოტო)
დაჯღანული ანჯელინა ჯოლი და ალისია კისის თმიანი დეკოლტე - ვარსკვლავების წარუმატებელი ფოტოები
ანჯელინა ჯოლის ორივე მკერდი მოკვეთეს