ალბათ, ყველა ჩვენგანი დარწმუნებული იყო, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ახალი კონტრაქტები ნაკრების მოთამაშეებისთვის მოჰქონდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ტრიბუნაზე მჯდომი ფეხბურთის ერთი ჩვეულებრივი ფანი მოხსნიდა დიდ კუშს?! ეს ბედნიერება წილად ხვდა 17 წლის ბელგიელ აქსელ დესპიგელარეს, რომელიც ბრაზილიაში თავისი საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ ჩავიდა და უკან გაფრინდა... L’Oreal-ის კონტრაქტით ხელში.
ტრიბუნაზე მდგომი გოგონას შემთხვევით გადაღებული ფოტო მოხვდა ინტერნეტში და Facebook-ში უამრავი მოწონება და გაზიარება მოჰყვა, ხოლო სულ მალე – მარკა L’Oreal-ისგან ზარი თანამშრომლობაზე წინადადებით.
გოგონა უკვე გადაიღეს ბიუთი-ბრენდის სარეკლამო რგოლში.
ასევე იხილეთ:
SOS! "ფოტოშოპი" - მორიგი სკანდალი L’oreal-თან დაკავშირებით
გოგონები გლამურული ჟურნალებიდან? ანუ ფოტოშოპმა რა ჰქმნა!