ანჯელინა ჯოლიმ ახლახან NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომ აღფრთოვანებულია თავისი ქმრით, ბრედ პიტით და სურს, რომ მისთვის საუკეთესო ცოლი იყოს.
იხილეთ ფოტოგალერეა
თუმცა ინტერნეტში სულ სხვა ფოტოები გავრცელდა – პაპარაცების მიერ გადაღებულ ჩხუბის კადრებს ცოლ-ქმარს შორის იდილიას ვერ ვუწოდებთ. სად არის სიმართლე?
ვარსკვლავმა ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ 10 წლის თანაცხოვრების შემდეგ ქორწინებამ მათ კომფორტის შეგრძნება მოუტანა. "ჩვენ იმიტომ კი არ დავქორწინდით, რომ ეს აუცილებელი იყო, არამედ იმიტომ, რომ მართლაც გვინდოდა ეს და მზად ვიყავით ამისთვის."
წყვილს უკვე იღებენ ერთად ახალ ფილმში. "ეს ფილმი არამყარ ქორწინებაზეა" – განმარტა ანჯელინა ჯოლიმ. ბედის ირონიაა: რამდენიმე დღის წინ პაპარაცებმა ჯოლისა და პიტის ხელჩართული ჩხუბის სცენა დააფიქსირეს და ეს აშკარად არ იყო ახალი ფილმის რეპეტიცია: ცოლ-ქმარი ნამდვილად ჩხუბობდა.
ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე აშკარად ჩანს, როგორ ემოციურად იქნევს ბრედ პიტი ხელებს, გაღიზიანებული ყვირის რაღაცას და თან ეწევა. ანჯელინა კი ძალიან განადგურებული ჩანს, ის შორს იყურება, შემდეგ კი, ქმრის მსგავსად, სიგარეტისკენ იწევს, რაც ძალიან უცნაურია: როგორც ცნობილია, ენჯი ძალიან ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე.
ცოლ-ქმრის ჩხუბის კადრები ამერიკულ ჟურნალ InTouch-ში მოხვდა: გამოცემამ ფოტოები ყდაზე დაბეჭდა და ხმამაღალი სათაურიც დაურთო: "დასასრული! ბრედი მიდის". ვინ იფიქრებდა, რომ ჯოლისა და პიტს შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდებოდა, ეს წყვილი ხომ იდეალად წარმოგვედგინა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ან იქნებ მსახიობების კავშირი კვლავაც მყარია? თავად ჯოლი ხომ ინტერვიუებში საკმაო გულახდილად ჰყვება პიტთან ჰარმონიულ ქორწინებაზე. ბრიტანულ ტელეარხ ITV-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე: "დაასახელეთ ბრედ პიტთან ქორწინების ყველაზე ცუდი მომენტი", მსახიობმა უპასუხა: "არა, მსგავსი არაფერია. ის მართლაც დიდებული პიროვნებაა. მე – უბრალო ადამიანი ვარ, ისიც – უბრალოა, მაგრამ ჩემთან ურთიერთობაში ის მართლაც დიდებულია".
მაშ, სად არის სიმართლე? სიყვარულისა და აღმაფრენის სიტყვებში, რომლებიც ინტერვიუებში ჟღერს თუ ჩხუბსა და კონფლიქტებში, რომლებიც კადრს მიღმა რჩება?!
ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია: საკუთარი ფილმის, "მოუდრეკელის" ლონდონურ პრემიერაზე ჯოლი მარტო მივიდა. ვარსკვლავს მასიური ღია ფერის კაბა ძალიან გამხდარ ხელებსა და მხრებს უფარავდა. იქნებ სწორედ პირადი პრობლემებია მსახიობის ამ ავადმყოფური სიგამხდრის მიზეზი?
იხილეთ ფოტოგალერეა