რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავმა, ქეთა თოფურიამ, როგორც იქნა, გამოაჩინა მუცელი და ამით წერტილი დაუსვა იმაზე მითქმა-მოთქმას, არის თუ არა მომღერალი ნამდვილად ორსულად.
მიუხედავად იმისა, რომ ქეთა უკვე დიდი ორსულია, ის შესანიშნავად გამოიყურება და თითქმის არ არის წონაში მომატებული.
ერთ ფოტოზე მომღერალი მეგობრებთან ერთად პოზირებს, ხოლო მეორეში – ქმართან, ლევ გეიხმანთან ერთად. ამ ფოტოს შემდეგი კომენტარი აქვს დართული: am I like a kinder surprise?