1. თქვენი სხეულისთვის ყველაზე უვნებელი ტკბილეულია – ზეფირი, მარმელადი, პასტილა. მათში ნაკლები კალორიაა, ვიდრე შოკოლადში, კანფეტებსა და ორცხობილაში.
2. სპაგეტის მოხარშვისას, ადუღებულ წყალში დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და აღარ დაგჭირდებათ მაკარონის ცხიმიანი სოუსით შეზავება.
3. სალათს ნაკლები კალორიული სანელებლები დასჭირდება, თუ მასში დაუმატებთ ცოტაოდენ გახეხილ ვაშლს.
4. ხილისა და უცხიმო რძისგან მომზადებული სმუზი 4-ჯერ ნაკლებ კალორიას შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი რძის კოქტეილი.
5. ყოველთვის დაიწყეთ სადილი ბოსტნეულის სალათით, ამის შემდეგ ბევრს ვეღარ შეჭამთ.
ასევე იხილეთ:
დიეტა-პირამიდა – ექიმის რჩევით
ექიმ კოენის მოდური დიეტა - ახალი ჰიტი საფრანგეთიდან
ფრანგი დიეტოლოგის მიერ რეკომენდებული პომიდვრის გასახდომი სოუსი
ქართველმა დიეტოლოგმა ხურმის უნიკალური, გასახდომი თვისება აღმოაჩინა