კვლავ მკითხველის რეცეპტი, რომელიც რედაქციის მიერაც აპრობირებულია და შესანიშნავია პრობლემური, გამონაყარისკენ მიდრეკილი კანისთვის.
ამ ძალიან ეფექტური ლოსიონის მოსამზადებლად მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ:
გვირილა და არაყი.
მომზადების წესი:
2 ჩაის კოვზ გვირილას დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ გადმოდგით, გააგრილეთ, გაწურეთ და დაუმატეთ 20 მლ არაყი (და არა სპირტი). გადაიტანეთ მინის ჭურჭელში.
დილა-საღამოს იწმინდეთ სახე ამ ლოსიონით. 10 წუთის შემდეგ კი წაისვით დამატენიანებელი კრემი.