პირველ რიგში, დაინიშნეთ ტაიმერი. საინტერესოა, ჩაეტევით თუ არა თითოეული დღის პროცედურის კეთებისას 30 წუთში.
ორშაბათი: სახე და ყელი.
ვიბანთ რძით ან ქაფით;
ვისვამთ ექსპრეს-ნიღაბს ან სკრაბს;
ვიკეთებთ თვალის ირგვლივ ნიღაბს;
რამდენიმე წუთში ვიშორებთ სახიდან ნიღბებს;
ვიწმენდთ სახეს ტონიკით ან ლოსიონით;
ვისვამთ თვალის ირგვლივ კრემს;
ვისვამთ სახის დამატენიანებელ კრემს და ვიკეთებს მსუბუქ მასაჟს.
წამწამებზე ვისვამთ მკვებავ ზეთს.
ტუჩებზე – ბალზამს.
დარეკა ტაიმერმა? 30 წუთში თავისუფლად ჩაეტიეთ.
სამშაბათი: სხეული
ვდგებით შხაპის ქვეშ რამდენიმე წუთით.
შემდეგ რამდენიმე წუთი აქტიურად ვიზელთ ტანის სკრაბს.
ჩამოვიბანთ სკრაბს.
პრობლემურ ზონებს ვიმუშავებთ ანტიცელულიტური ღრუბლით, ვივლებთ შხაპს, ვისვამთ ტანის ბალზამს ან ანტიცელულიტურ კრემს.
ნახეთ, ჩაეტიეთ 30 წუთში?
ოთხშაბათი: ხელები
ვიკეთებთ ხელების აბაზანას 5-7 წუთის განმავლობაში;
ვიცილებთ ნუნებს;
ვისუფთავებთ და ვიქლიბავთ ფრჩხილებს;
ვისვამთ მკვებავს ან დამატენიანებელ ხელის კრემს;
ფრჩხილებზე ვისვამთ სამკურნალო მინანქარს ან სპეციალურ ზეთს.
ესაც 30 წუთი.
ხუთშაბათი: ფეხები
ვიკეთებთ ცხელ აბაზანას;
ფაქიზად ვიხეხავთ პემზით ან ფეხის სკრაბით.
ვისუფთავებთ და ვიქლიბავთ ფრჩხილებს.
ვისვამთ დამატენიანებელ კრემს.
ფრჩხილებზე – მკვებავ ზეთს ან სამკურნალო მინანქარს.
პარასკევი: თმა
ვიბანთ თმას;
ვისვამთ მკვებავ ნიღაბს და ვიჩერებთ 15 წუთი.
ჩამოვიბანთ ნიღაბს;
ვისვამთ ბალზამს ან ზეთს.
შაბათი: კომპლექსური მოვლა
აბაზანა ზღვის მარილითა და არომატული ზეთებით;
ტალახის ნიღაბი სხეულისთვის;
ეპილაცია;
ბალზამი რუჯის ეფექტით.
კვირას ვიტოვებთ შედეგის გასამყარებლად – ლამაზად ვიცვამთ და მივდივართ სასეირნოდ.
რა თქმა უნდა, პროცედურების ჩამონათვალი შეგიძლიათ კვირის განმავლობაში შეცვალოთ და მოარგოთ თქვენს პირად გრაფიკს. არსი ერთია: ყოველდღიურად გამოჰყოთ გარკვეული (თუნდაც 30 წუთი) დრო იმისათვის, რომ საკუთარ თავს მიხედოთ. სცადეთ და ნახავთ, რომ ერთ თვეში საგრძნობლად შეიცვლებით, ხოლო ორ თვეში – კომპლიმენტების მიღებისგან დაიღლებით.
ასევე იხილეთ:
ექსპრეს-ნიღბები სახისთვის ბიოლიფტინგის ეფექტით
ტანის არომატული სკრაბი საოცრად გლუვი და ნაზი კანისთვის!
ტოპ-4 უსწრაფესი მეთოდი ცელულიტისგან გასათავისუფლებლად
ბალზამები, შამპუნები, ნიღბები შინაურ პირობებში - როგორ მოვუაროთ თმას?