შოკოლადის ნიღაბი არა მხოლოდ ძალიან მოუხდება თქვენს თმას, გაგიმაგრებთ ძირებს და შეგმატებთ ბზინვარებას, არამედ განწყობასაც აგიმაღლებთ.
დაგჭირდებათ:
1 სუფრის კოვზი კაკაოს ზეთი;
1 სუფრის კოვზი ჟოჟობას ზეთი;
1 ჩაის კოვზი კონიაკი.
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში. წაისვით თმის ძირებში და მის მთელ სიგრძეზე, კარგად შეიზილეთ და შეიფუთეთ. გაიჩერეთ 10-15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. კარგი იქნება ნიღბის კვირაში 2-ჯერ გაკეთება.
ასევე იხილეთ:
ტკბილი კოსმეტიკა კანისთვის
შოკოლადის ნიღაბი ტანისთვის ცელულიტს მოგაშორებთ