ეს ნიღაბი ათანაბრებს სახის ტონს, საგრძნობლად ამცირებს პიგმენტურ ლაქებს და ჯანსაღ იერს სძენს კანს.
ინგრედიენტები:
1 ჩაის კოვზი თაფლი (სასურველია, თხევადი)
1 ჩაის კოვზი სახამებელი
1 ჩაის კოვზი ზღვის (ან იოდიზირებული) მარილი
ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ თაფლი და სახამებელი. დაუმატეთ წმინდად დაფქული ზღვის მარილი (შეგიძლიათ შეცვალოთ ჩვეულებრივი, სუფრის იოდიზირებული მარილით) და კვლავ კარგად აურიეთ.
თუ კანი ძალიან მგრძნობიარე გაქვთ ან ძალიან მშრალი, ნიღაბში დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი რძეც.
ნიღაბი მზად არის. შეგიძლიათ რამდენიმე ფენად წაისვათ სახეზე, იქამდე, სანამ მთლიან მასას არ გამოიყენებთ. გაიჩერეთ 25 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
თუ არასასიამოვნო შეგრძნება გექნებათ - წვა ან დასუსხვა, უმჯობესია, მაშინვე ჩამოიბანოთ ნიღაბი.
მეტი ეფექტისთვის სილამაზის ჩინური ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია დღეგამოშვებით, 20 დღის განმავლობაში.
ნიღაბი გაამკვრივებს კანს, გახდის მას ჯანმრთელს, მბზინავს და ერთგვაროვანს.
ასევე იხილეთ:
იაპონური ლიფტინგ-ნიღაბი ჯანჯაფილით
ინგლისური გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი - გარანტირებული ეფექტით
იაპონური გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი – საოცარი საშუალება საკუთარი ხელით