სასწაულმოქმედი ნიღაბი ჩამოკიდებული, ე.წ. ბულდოგის ლოყების მოსაცილებლად – მკითხველის რეცეპტი - Marao

მკითხველის გამოცდილი სასწაულმოქმედი ნიღაბი - როგორ მოვიშოროთ ჩამოკიდებული, "ბულდოგის" ლოყები

2015-01-13 11:32:03+04:00

შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა იცის, მაგრამ ვისთვისაც უცნობია, გეტყვით, რომ არსებობს შავი ფერის, არყის ხის კუპრის საპონი (дегтярная мыло), რომელიც იყიდება აფთიაქებშიც და ბაზრობაზეც.

ეს მართლაც საოცარი ნიღაბი სწორედ ამ საპნის საფუძველზე მზადდება.

1. 1/8 კუპრის საპონი გახეხეთ წვრილ სახეხზე, შემდეგ თანდათანობით ამატეთ წყალი და თქვიფეთ.

2. მიღებული ქაფი წაისვით სახეზე (მოერიდეთ თვალის ირგვლივ ადგილებს), ყელსა და დეკოლტეს ზონაზე.

3. გაიჩერეთ იქამდე, სანამ ნიღაბი სრულიად არ გაშრება და ისე, რომ არ ჩამოიბანოთ, წაისვით მე-2 ფენა სახის ქვედა ნაწილში. გაიჩერეთ მე-2 ფენაც გაშრობამდე. გექნებათ ძლიერი დაჭიმულობის შეგრძნება.

4. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. წაისვით დამატენიანებელი კრემი.

რჩევა: თუ მშრალი კანი გაქვთ, ქაფში ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი ან ნაღები.

მნიშვნელოვანია! სანამ ნიღაბს სახეზე წაისვამდეთ, ცოტაოდენი ნიღაბი მოსინჯეთ მაჯაზე. თუ შეგიწითლდათ კანი, ნუ გარისკავთ ნიღბის სახეზე წასმას; ხოლო თუ არა, შეგიძლიათ თამამად გაიკეთოთ ეს სასწაულმოქმედი ნიღაბი თვეში 1-2-ჯერ, მაგრამ არა მეტჯერ!

ასევე იხილეთ:

რეცეპტი, რომელმაც თვალის ირგვლივ ნაოჭები გამიქრო! – მკითხველის რეცეპტი

ბავშვის საპონზე დამზადებული უნივერსალური საპონი-სკრაბი – მკითხველის რეცეპტი