შვედმა დიეტოლოგმა ანა იუჰანსონმა შეიმუშავა დიეტა, რომელიც სულ რაღაც ერთ კვირაში რამდენიმე კილოგრამს დაგაკლებინებს.
ამ დიეტის დროს მოტივატორად ფურცლები გამოგადგება, ანუ ყოველი დღის ბოლოს მოგიწევს გახსნა მორიგი ფურცელი, სანამ არ დაგრჩება ბოლო – წარწერით "მე ეს შევძელი!"
პირველ რიგში შექმენი შენი შვიდფურცელა. შეგიძლია, დახატო ჩვეულებრივ ფურცელზე ფოთლები და ამოჭრა, მთავარია, როგორც მეთოდის ავტორი გვეუბნება, აუცილებლად გამოსაჩენ ადგილას უნდა დადი, რადგან ის მორალურად დაგეხმარება მაშინ, თუკი უცებ დიეტის დარღვევა მოგინდება.
ყოველ ფურცელზე წერ: "თევზის", "ბოტნეულის", "ქათმის", "ბურღულის", "ხაჭოს", "ხილის" და "მე ეს შევძელი!".
დიეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, უკვე გასაგები იქნება: ეს არის 6-დღიანი მონოდიეტათა ციკლი.
1. თევზის დღე.
შეგიძლია მიირთვა ნებისმიერი სახეობის თევზი (ცხიმიანიც კი). თანაც ნებისმიერი სახით! შემწვარი (გრილზე), მოხარშული, დაკონსერვებული – ოღონდ არ შეწვა ცხიმში. გამოიყენე სანელებლები, შეუთავსე მწვანილს, მაგრამ არა გარნირს. მშიერი არ დარჩები: თევზი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს ომეგა-3-ს, რომელიც საოცრად სასარგებლოა ორგანიზმისთვის და არ წარმოქმნის კანქვეშა ცხიმს.{{ArticleSplitCont}}
2. ბოსტნეულის დღე
ამ დღეს უნდა მიირთვა დაახლოებით ერთი კილოგრამი ბოსტნეული. კარტოფილის ჩათვლით! შესანიშნავი ვარიანტია – ვინეგრეტი, მაგრამ შეგიძლია მოამზადო სხვა სალათებიც. ამ დღის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბოსტნეული შეიცავს "ნელ" ნახშირწყლებს, რომლებიც მეტი ენერგიის ხარჯვას მოითხოვენ ორგანიზმისგან გადამუშავებისთვის, ეს კი წონაში კლებას უწყობს ხელს. ბოსტნეულში ასევე დიდი რაოდენობით უჯრედისია, რაც კუჭ-ნაწლავის მუშაობას უწყობს ხელს.
{{ArticleSplitCont}}
3. ქათმის ხორცის დღე
ჩვენი აზრით, ყველაზე რთული დღეა. გამაგრდი!!! დღის განმავლობაში მხოლოდ 500 გ ქათმის ფილე გეჭმევა... მაგრამ შეგიძლია შეკმაზო მწვანილით და დააყოლო ქათმის ბულიონი. ამ დღის მენიუს უნახშირწყლობა ეფექტურად დაწვავს ცხიმს და წონის სწრაფად დაიკლებას შეუწყობს ხელს.
{{ArticleSplitCont}}
4. ბურღულეულის დღე
შენი გამოსავალი ამ დღეს ფაფაა! დაუმატე მასში ნებისმიერი ხილი, მზესუმზირა, მთავარია – არ დაუმატო კარაქი და შაქარი. ისევე როგორც ხილი, ბურღულიც "ნელ" ნახშირწყლებს შეიცავს, რომელიც ორგანიზმს მეტი ენერგიის დახარჯვას სთხოვს მის გადასამუშავებლად. ცილოვან დღეებს შორის მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ კუჭ-ნაწლავის კარგი მუშაობა.
{{ArticleSplitCont}}
5. ხაჭოს დღე.
არ იდარდოთ, არ არის საჭირო, თავი მოიკლათ უცხიმო ხაჭოს ჭამით. მიირთვითრმალური, თუმცა 10 % ცხიმიანობაზე მეტი – არა. რძეც შეგიძლიათ. მაღალხარისხიანი ცილაორგანიზმის მიერ მარტივად შეითვისება და კუნთებს ეხმარება ფორმა შეინარჩუნოს. .სუპერვარიანტია ოდნავ დაამარილოთ ხაჭო, წვრილად დაჭრათ ქინძი ან სხვა მწვანილი და ერთად დააბლენდეროთ!
{{ArticleSplitCont}}
6. ხილის დღე
დიახ! კილოგრამნახევარი ნებისმიერი ხილი გეჭმევათ ამ დღეს! წვენები, სალათები, პიურეები, სმუზი, დაჭრილი, მთლიანი, შერეული თუ ცალ-ცალკე – როგორი სახითაც გაგიხარდებათ, ისე მიირთვით და ისიამოვნეთ!
{{ArticleSplitCont}}
7. დღე, როცა მიხვდები, რომ შენ ეს შეძელი!
ახლა თანდათანობით გადადი კვების ნორმალურ რეჟიმზე. ოღონდ არ გათამამდე და არ მიირთვა მაშინვე ტკბილეული და ცომეული, უბრალოდ მოუწყე ორგანიზმს მრავალფეროვნების ზეიმი: ისაუზმე ფაფით, სამხარზე მიირთვი ხაჭო, სადილად ქათმის ფილე, სამხარზე – ცოტაოდენი ხილი, ხოლო ვახშმათ თევზი ბოსტნეულით. ყოჩაღ! შენ ეს შეძელი!
ექიმების თქმით, ეს დიეტა უვნებელია, თუკი არ გაქვთ უკუჩვენებები (ხართ ორსულად, ხართ მეძუძური დედა, არ გაქვთ ჯანმრთელი თირკმელი და ღვიძლი, გაქვთ გასტრიტი ან კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებები, გაქვთ რომელიმე პროდუქტზე ალერგია და იღებთ რაიმე პრეპარატებს). ამ დიეტის დაცვა შეიგიძლიათ წელიწადში მხოლოდ ერთხელ.