იმისათვის, რომ შამპუნის ხარისხიანობა დაადგინოთ, გააკეთეთ შემდეგი ტესტი:
ერთ ჭიქა წყალში შეურიეთ ცოტაოდენი შამპუნი და გააჩერეთ. თუკი ცოტა ხანში ჭიქას ხაჭოსებრი აპკი მოედო – ამ შამპუნის გამოყენება არ ღირს.
ყველა დასაბანი საშუალება შედგება ზედაპირულად აქტიური ნივთიერებისგან, რომელიც უარყოფითად მოქმედებს თმის სტრუქტურაზე, არღვევს დამცავ ზედა ფენას, მაგრამ კარგად ასუფთავებს თავის კანსა და თმას.
იმისათვის, რომ ეს ნივთიერება ნაკლებად აგრესიული იყოს, კარგი კოსმეტიკური მწარმოებლები (ძირითადად, მსხვილი ბრენდები) ამ აქტიურ ნივთიერებას მცირე დოზით ან საერთოდ არ გამოიყენებენ. შედეგად, თმა იმუხტება და მტვრევადი ხდება.
იმისათვის, რომ შამპუნი ქაფდებოდეს, მწარმოებლები მასში ქაფის გასასქელებელსა და სტაბილიზატორებს ურევენ. იაფიან შამპუნებში ამ მიზნით ჩვეულებრივ, საჭმლის სოდას იყენებენ. ყველაზე ნაცადი დანამატია – დიმატიკონი, რომელიც თავის დაბანას ერთ სიამოვნებად ხდის.
კიდევ ერთი მომენტი: რაც მეტ დასაბან კომპონენტს შეიცავს შამპუნი, მით ნაკლები კონცენტრაცია ექნება, ანუ ნაკლებად გააღიზიანებს კანს. ხოლო, თუკი შამპუნის შეფუთვას უკანა მხრიდან აწერია მხოლოდ ორი კომპონენტი – ლაურისტსულფატი და დიეტალონომიდი, დანარჩენი კი – წყალი და დანამატებია, ესე იგი, ეს 100%-ით უხარისხო შამპუნია.
როგორ შევამოწმოთ მარტივად, რომელია ხარისხიანი სარეცხის ფხვნილი?