ეპილაციის შემდეგ კანის გაღიზიანებას ასპირინით უშველით. დაფხვენით აბები, დაუმატეთ იმდენი წყალი, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ და წაისვით გაღიზიანებულ ადგილებზე.
მუქი ფერის ლაქის მოშორებამდე ფრჩხილის გარშემო ზეთი წაისვით. იგი ლაქს კანზე გადასვლის საშუალებას არ მისცემს.
ლაქის წასმის შემდეგ ფრჩხილებზე დამატენიანებელი ზეთი შეისხურეთ/დაიწვეთეთ. ამგვარად თავიდან აიცილებთ ნაკაწრებს ახალწასმულ მანიკიურზე.
ფრჩხილებზე ლაქი სწრაფად გაგიშრებათ, თუ ხელებს ცივ წყალში ჩაყოფთ.
თუ ტუჩების გადიდება ოპერაციის გარეშე გსურთ, პიტნის ზეთი წაისვით. იგი მსუბუქ ალერგიულ რეაქციას იწვევს, რის შედეგადაც ტუჩები იბერება.
თმის კონდიციონერის ეფექტს გააძლიერებთ, თუ გამოყენებამდე ცოტა ხნით ადრე შეათბობთ, - ცხელი წყლით სავსე ჯამში ჩადგით.
თუ სახეზე მუწუკი გამოგივიდათ, ცხვირის სპრეი შეისხურეთ. სპრეის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და მუწუკსაც უშველის.
თმას მოცულობას ჩვეულებრივი შაქარი შესძენს. 2 ჩაის კოვზი შაქარი წყალში დაადნეთ, პულველიზატორიან ქილაში მოათავსეთ და თმაზე შეისხურეთ.
თუ მელირების შემდეგ თმა გაგიყვითლდათ, ყურძნის წვენი გადაივლეთ, იისფერი სითხე თმის ყვითელ ფერს ჩააქრობს.
მუწუკის გაშრობას აეროზოლიანი დეზოდორანტითაც შეძლებთ. შეასხურეთ ბამბის ჩხირზე და დაიმუშავეთ მუწუკი. სპირტის წყალობით, მუწუკი სწრაფად გაშრება.
მუწუკების გაჩენა საგრძნობლად შენელდება, თუ პირს თავის პირსახოცით არ გაიწმენდთ. საქმე იმაშია, რომ თმის ცხიმს სახეზე მუწუკების წარმოქმნა შეუძლია.
ფუნჯები და სპონჟები რეგულარულად გარეცხეთ შამპუნით, რათა თავიდან აიცილოთ გამონაყარი სახეზე.
მუდამ იქონიეთ თან ტუჩის ოქროსფერი ბალზამი. იგი ტუჩის ფერს უფრო გამოკვეთს და ნებისმიერ წვეულებაზე დედოფლად წარმოგაჩენთ.
მშრალი ტუშის გასათხელებლად 2-3 წვეთი "კოკა-კოლა" გამოგადგებათ.
ცივი შავი ჩაი სახიდან ზედმეტ ცხიმსაც მოგაშორებთ და სახეზე ფორების შევიწროებაშიც დაგეხმარებათ.
თუ თმის ნიღაბი აღარ გაქვთ, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი თავზე წაისვით და 20 წუთი გაიჩერეთ. ასე თმის ფერსაც გამოიცოცხლებთ და მწვანე შეფერილობასაც აირიდებთ, რასაც წყალში ქლორის დიდი რაოდენობის შედეგად ვღებულობთ.