ბიონსემ უკვე იცის რომელ ფერთა გამაში უნდა შეურჩიოს სამოსი თავის მომავალ პატარას.
ამერიკელი ტაბლოიდების განცხადებით, ბიონსემ და მისმა მეუღლემ, სულ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს, რომ გოგონა ეყოლებათ.
კონსულტაციიდან გამოსვლისთანავე მომღერალმა ერთ-ერთ ცნობილ მაღაზიას უკვე შეუკვეთა სამოსი მომავალი პატარასთვის. ბიონსე არავისთან მალავს, რომ უზომოდ ბედნიერია მალე დედა რომ გახდება და ეცდება შვილს მაქსიმალურად უზრუნველი ცხოვრება შეუქმნას.
შეგახსენებთ, რომ ეს მომღელისთვის პირველი შვილი იქნება, რაც შეეხება მის მეუღლეს, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ჯეი ზის უკვე ჰყავს ერთი არაკანონიერი შვილი, რომელის შესახებაც ბიონსემ სულ ცოტა ხნის წინ შეიტყო.