ავტორიტეტულმა ჟურნალმა "პიპლმა" სერიალ "ჭორიკანას" მსახიობი და ლეონარდო დი კაპრიოს ახალი მეგობარი გოგონა პლანეტის ყველაზე მოდურ და გემოვნებიან ვარსკვლავად დაასახელა.
ბლეიკ ლავლიმ დანარჩენ ვარსკვლავებს გადაუსწრო და 2010 წლის ლიდერ ჯენიფერ ენისტონს წაართვა პირველობა.
ექსპერტებმა ბლეიკის ინდივიდუალურ სტილს გაუსვეს ხაზი და ისიც აღნიშნეს, რომ 2011 წელს ის პლანეტის ყველაზე სასურველ ქალადაც იქცა. მსახიობს შეუძლია ეფექტურად გამოიყურებოდეს წითელ ხალიჩაზეც, გადასაღებ მოედანზეც და ქუჩაში სეირნობის დროსაც.
რეიტინგში მეორე ადგილი ერგო ჯენიფერ ლოპესს, მესამე - ჰოლივუდის ვარსკვლავ მილა კუნისს. პირველ ხუთეულში ასევე არიან ჯენიფერ ენისტონი და ჯენიფერ ჰადსონი. ათეულს კი რიზ უიზერსპუნი ასრულებს.