ბუდისტები თვლიან, რომ მათი სულიერი ლიდერი, დალაი-ლამა – უნიკალური ადამიანია. ის თანამედროვეობის ყველაზე კეთილი და ბრძენი პიროვნებაა.
- გახსოვდეს, რომ დიდ სიყვარულსა და დიდ მიღწევებს დიდი რისკის გაღება ესაჭიროება.
- როცა რაღაცას კარგავ, არ გაუშვა ხელიდან, დაიმახსოვრო ეს გაკვეთილი.
- მისდიე 3 მარტივ წესს: 1. პატივი ეცი საკუთარ თავს; 2. პატივი ეცი სხვებს. 3. პასუხი აგე ყველა შენს საქციელზე.
- დაიმახსოვრე: ხანდახან არ მიიღო ის, რაც გინდოდა – დიდი გამართლებაა.
- ისწავლე წესები იმისათვის, რომ გაიგო, როგორ დაარღვიო ისინი სწორად.
- არ მისცე საშუალება პატარა კამათს, დაანგრიოს დიდი მეგობრობა.
- როცა ხვდები, რომ რაღაც შეგეშალა, დაუყოვნებლივ გამოასწორე ეს შეცდომა.
- გაატარე დღის განმავლობაში რაღაც დრო მარტოობაში.
- მზად იყავი შეცვალო ყველაფერი ნებისმიერ მომენტში, მაგრამ არასოდეს შეცვალო საკუთარი ფასეულობები.
- გახსოვდეს, რომ დუმილი – ხანდახან საუკეთესო პასუხია.
- იცხოვრე კარგი, ღირსეული ცხოვრებით. შემდგომში, როცა უკან მოიხედავ, შეძლებ მოგონებებით მეორედ ისიამოვნო საკუთარი ცხოვრებით.
- სიყვარულის გარემო თქვენს სახლში – თქვენი ცხოვრების საფუძველია.
- ახლობელ ადამიანებთან კამათში ყოველთვის გქონდეს მხოლოდ მიმდინარე სიტუაციასთან საქმე. არ გაიხსენო წარსული.
- გაეცი საკუთარი ცოდნა. ეს ერთ-ერთი მეთოდია, მიაღწიო უკვდავებას.
- გაუფრთხილდი დედამიწას.
- წელიწადში ერთხელ გაემგზავრე იქ, სადაც არასოდეს ყოფილხარ.
- საუკეთესო ურთიერთობა ის არის, სადაც თქვენი ერთმანეთის მიმართ სიყვარული იმაზე ძლიერია, ვიდრე ერთმანეთის მიმართ სურვილი.
- ადამიანის წარმატებაზე მხოლოდ იმის მიხედვით უნდა იმსჯელო, რაზე მოუწია მას უარის თქმა ამის გამო.