ეს საშუალება შეგიცვლით ძვირად ღირებულ საყოფაცხოვრებო ქიმიას!
ხშირად გაზქურის სახელურების გაწმენდა პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით, თუ სახელურები არ ეხსნება. მაგრამ გამოცდილმა დიასახლისებმა იციან ამ პრობლემის გადაჭრის მარტივი ხერხი. დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი კომპონენტი, რომლის ყიდვაც ხელმისაწვდომ ფასად ნებისმიერ აფთიაქში არის შესაძლებელი.
როგორ გავწმინდოთ გაზქურის სახელურები?
დაგჭირდებათ
• ყურის საწმენდი ჩხირები
• კბილის ძველი ჯაგრისი
• ნიშადურისა და ანისულის წვეთები
გამოყენება
ნიშადურისა და ანისულის წვეთები შესანიშნავად წმენდს მსგავს ზედაპირებს. დაასველეთ ყურის საწმენდი ჩხირები ამ საშუალებით და გაწმინდეთ გაჭუჭყიანებული ადგილები. თუ ცხიმი და ჭუჭყი მყარად არის ჩამჯდარი, გახსოვდეთ, რომ ეს პროცედურა აუცილებლად ხელთათმანებით უნდა ჩაატაროთ!