იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოთ და მუდამ კარგად გამოიყურებოდეთ, საკმარისია, 10 მარტივი და სასარგებლო ჩვევა გამოიმუშაოთ -
ირწმუნება კლაუდია შიფერის, მადონას, პრინც უილიამისა და პრინც ჰარის შეფ-მზარეული, კულინარიული წიგნების ავტორი და კულინარიული გადაცემის წამყვანი, ბრიტანელი სოფი მიშელი.
იკვებეთ გააზრებულად
საკვების არჩევისადმი გააზრებული მიდგომა ძალზე რთულია, რადგან ირგვლივ უამრავი მაცდუნებელი პროდუქტია. ნუ დაელოდებით შიმშილის მწვავე გრძნობას, ისწავლეთ მისი დროულად და სწორად ამოცნობა და ორგანიზმის მოთხოვნილებები დროულად დააკმაყოფილეთ.
ნუ გამოტოვებთ საუზმეს
სამსახურში დიდი დატვირთვის გამო ჩვენ სულ უფრო ნაკლებ დროს ვუთმობთ ძილს. თუ ერთსა და იმავე დროს დავიძინებთ და გავიღვიძებთ, კარგ ფიზიკურ ფორმას უფრო იოლად შევინარჩუნებთ. დილით გაღვიძებაში დაგვეხმარება ნოყიერი საუზმე, რომელიც გვავსებს ენერგიით მთელი დღის განმავლობაში.
მარცვლეული და პარკოსნები
დაამატეთ რაციონში მარცვლეული და პარკოსნები. დღეში ერთხელ მაინც საკვების რაციონი უნდა შეიცავდეს ამ კულტურებს.
ჯანსაღი ფასთფუდი
იქონიეთ მაცივარში მზა საჭმელი, რომელსაც დროის სიმცირის დროს შეუთავსებთ ახალ ხილსა და ბოსტნეულს. გაგრძელება