ტიბეტელი ექიმბაშები დარწმუნებულნი არიან, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა სისხლის გაწმენდით უნდა დაიწყოს. ეს არა მხოლოდ აჩქარებს ავადმყოფის გამოჯანმრთელებას, არამედ პრევენციული ზომაც არის.
ჯანმრთელობის უძველეს ტრაქტატში უმთავრესი როლი სხვადასხვა სამკურნალო მცენარის შესწავლას ეთმობა. მცენარეების სწორი გამოყენების შესახებ ტიბეტელი ბერები გულმოდგინედ იწერდნენ და გადასცემდნენ თაობებს.
ტიბეტური მედიცინის რეცეპტები
ეცადეთ, დაიწყოთ სისხლისა და სისხლძარღვების გაწმენდა 3 ეფექტური რეცეპტით. გახსოვდეთ, რომ თითოეულ პროდუქტს უკუჩვენება გააჩნია! აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ ორსულად ხართ.
ქრისტესისხლას ნაყენი ლიმფის გაწმენდისთვის
დააქუცმაცეთ ქრისტესისხლას მცენარე, გამოწურეთ წვენი. ნაყენის დასამზადებლად 450 მლ წვენი და 70 მლ სამედიცინო სპირტი შეურიეთ. შეინახეთ ნაყენი მაცივარში. მიიღეთ 1 წვეთი საუზმემდე, 2 წვეთი სადილამდე და 3 წვეთი ვახშმამდე. ყოველდღიურად გაზარდეთ წვეთების რაოდენობა. როდესაც ვახშმამდე 15 წვეთის მიღებამდე ახვალთ, შეამცირეთ თითო წვეთით ყოველდღიურად.
ჯანჯაფილის სასმელი
10-20 გრამ ახალ ჯანჯაფილს ან 1 ჩ.კ. ჯანჯაფილის ფხვნილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 10 წუთით, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და ლიმონი გემოვნებით. ნახევარი ჭიქა მიიღეთ უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მეორე ნახევარი დალიეთ დღის განმავლობაში.
ნივრის ელექსირი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის
40 გრ დაქუცმაცებული ნიორი მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაამატეთ 100 გრ სპირტი ან არაყი. მასა 10 დღით შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. დაწურეთ. მიიღეთ 10 წვეთი დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. გაწმენდის კურსი 10 დღიდან 1 თვემდე.