ღრმა დეკოლტეს ტარება ნამდვილი ქალისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს... და არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ფორმის მკერდი გაქვთ. ერთი პატარა ეშმაკობა და მკერდი იდეალურად გამოიყურება...
კიმ კარდაშიანმა საიდუმლო გაამხილა, რომელიც დაგეხმარებათ მკერდის აწევაში და ნებისმიერ ფუშ-აფზე უკეთ დამაგრებაში.
დივას არ ერიდება გულახდილი სამოსის ჩაცმა. შვილის ძუძუთი კვების პერიოდშიც კი ის არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ღია, გულამოჭრილი კაბების თეთრეულის გარეშე ჩასაცმელად, კიმ კარდაშიანი ხორცისფერ სკოტჩს იყენებს. ამ ხრიკის წყალობით ქალი თავდაჯერებულია, მიუხედავად მკერდის დიდი ზომისა: სკოტჩი მას კარგად ამაგრებს.
რა თქმა უნდა, სკოტჩის კანიდან მოშორება სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ სილამაზე ხომ მსხვერპლს მოითხოვს!
კიმს უყვარს სხეულზე მოტმასნილი სამოსის ჩაცმა ლიფის გარეშე და მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. დიახ, ასე იქმნება იდეალური სილუეტი...