"ინსტაგრამში" ყველაფერია შესაძლებელი: ფოტოებისა და ვიდეოების სწრაფი გაცვლა, ფოტოები უჩვეულო ფილტრებით, ნებისმიერი გამოსახულების მოსახერხებელი ძიება. უამრავი მომხმარებელი საკუთარი ექაუნთის წყალობით ფულსაც გამოიმუშავებს, საკუთარ გვერდზე რეკლამის განთავსებით და ინფლუენსერობით.
ჩვენს სტატიაში გაეცნობით, როგორი ფოტოები აგროვებს ყველაზე მეტ მოწონებას; როგორ დავმალოთ ფოტო, რომელზეც მოგვნიშნეს და როგორ დავინახოთ მეტი საინტერესო სხვა მომხმარებლებისგან.
ფილტრები
ფოტოს უჩვეულო ფილტრებმა დიდი ხანია უამრავი მომხმარებლის გული მოიგო. ყველაფერი სხვაგვარად გამოიყურება, თუკი ფერისა და ჩრდილების კორექტირებას მოვახდენთ. თუ საყვარელი ფილტრები უკვე შერჩეული გაქვთ, შესაძლებელია გადახარისხება იმათი, რომლებითაც არ სარგებლობთ. დააჭირეთ Manage და ხელის მარჯვენა მოძრაობით განზე გასწიეთ უსარგებლო ფილტრები.
უხარისხო ფოტოები
თუ მოგნიშნეს ისეთ ფოტოზე, სადაც საკუთარი თავი არ მოგწონთ, მათი დამალვა შესაძლებელია: გახსენით ფოტო, დააჭირეთ საკუთარ სახელს და აირჩიეთ გადამრთველი Hide from My Profile.
მეტი საინტერესო ფოტო მეგობრებისგან
Activity განყოფილების ჩანართი Following გაგახარებთ: აქ შესაძლებელია იმ ფოტოების ნახვა, რომლებიც მეგობრებმა მოიწონეს.
საკუთარი ლაიქების ისტორია
მარტივია იმ ფოტოს ნახვა, რომელიც ერთი კვირის წინ მოიწონეთ. ჩანართი Posts You’ve Liked ინახავს ისტორიას.
ფოტოების პუბლიკაცია მეგობრების შეზღუდული რაოდენობისთვის
განყოფილება Direct გაგზავნის ბოლო ეტაპზე საშუალებას გაძლევთ, მიუთითოთ აუდიტორია, ვისთვისაც გსურთ, რომ ფოტო ღია იყოს.
საუკეთესო ფოტოების გაგზავნა პირად მიმოწერაში
"ინსტაგრამს" ეს ფუნქციაც გააჩნია! "ლაიქისა" და "კომენტირების" გვერდზე მესამე ღილაკია, რომლის მეშვეობითაც გააგზავნით სასურველ ფოტოს პირად მიმოწერაში.
ხარისხიანი ინტერნეტი "ინსტაგრამისთვის"
"ინსტაგრამის" ნებისმიერი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი და სწრაფი მობილური ინტერნეტი. ამიტომ გირჩევთ, ჩართოთ 4G-ინტერნეტი.
საყვარელი მომხმარებლების გამოწერა
თქვენ მიიღებთ ყველაზე ახალ ინფორმაციას საყვარელი მომხმარებლებისგან, თუ იპოვით ოფციას on Post Notifications. ის კონექსტურ მენიუში იმყოფება, რომელიც საჭირო პროფილის გვერდზე, მაღლა, მარჯვენა კუთხეში მრავალწერტილებთან იმალება.
ფილტრები Toaster, Hefe, Sutro და Mayfair ჰაშთეგით #nofilter - საწინდარია იმისა, რომ ფოტო პოპულარული გახდება. მკვეთრი ფოტოები, სადაც ლურჯი ფერი დომინირებს და დიდი სივრცეა, დიდ ყურადღებას იქცევს.
"ინსტაგრამის" სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებელს მოსწონს გამოსახულებები სხვადასხვა ტექსტურით - ჩაატარეთ ექსპერიმენტები და ნახავთ, როგორ სწრაფად გაიზრდება თქვენს ხელმომწერთა რიცხვი.