ადამიანები უკვე მრავალი საუკუნის მანძილზე მოიპოვებენ მარილს. ეს მინერალი ყველა ოჯახში ყოველდღიურად გამოიყენება. ერთ მწიკვ მარილს შეუძლია ნებისმიერი კერძი კულინარიულ შედევრად აქციოს.
თუმცა მარილი მხოლოდ სუფრაზე არ გამოგადგებათ, იგი ძალიან სასარგებლოა უამრავ საყოფაცხოვრებო სიტუაციაში.
- გაჭედილ სამზარეულოს ნიჟარას გაასუფთავებთ, თუ მილში ჩაყრით 1 ჭიქა მარილის, 1 ჭიქა სოდისა და ნახევარი ჭიქა თეთრი ძმრის ნარევს. დაელოდეთ 10 წუთი, შემდეგ ჩაასხით მდუღარე წყალი.
- ყავის მადუღარაში ჩაყარეთ 1 კოვზი მარილი და 1 ჭიქა დაფხვნილი ყინული. ჩაასხით ცოტაოდენი წყალი და შეანჯღრიეთ. ყავის ლაქები იოლად მოსცილდება მადუღარის კედლებს.
- დაამატეთ მცენარეულ ზეთს მწიკვი მარილი, როდესაც ტაფაზე რაიმის შეწვას დააპირებთ. ზეთის შხეფები აღარ შეგაწუხებთ.
- გაზქურის ზედაპირის იოლად გასაწმენდად მოაყარეთ მიმწვარ ადგილებს მარილი.
- მარილი დაგეხმარებათ ცხიმიანი ლაქების ამოყვანაში. შეურიეთ მარილი სამედიცინო სპირტს პროპორციებით 1:4-ზე და შეაზილეთ მიღებული მასა ხალიჩისა და ავეჯის ზედაპირის დალაქავებულ ადგილებში.
- მწერის ნაკბენზე შეიზილეთ მარილიანი წყალი. ეს ნარევი მოგიხსნით ქავილსა და ტკივილს.
- მარილი ფეხსაცმლისათვის შესანიშნავი დეზოდორანტია - უბრალოდ, ჩაყარეთ ფეხსაცმელში მარილი რამდენიმე საათით და უსიამოვნო სუნი გაქრება.
- თუ ზედმეტი ცხიმის შხეფებისგან გაზქურა აალდა, არ დაასხათ წყალი, უბრალოდ, მოაყარეთ მარილი.
- თუ ჭიანჭველები შემოგესიათ, მოაყარეთ მარილი იმ ადგილებს, სადაც მწერები ჩნდებიან. ჭიანჭველებს მარილის ეშინიათ.
- ახალი კბილის ჯაგრისის შეძენისას, ამოავლეთ იგი მარილწყალში. ეს მისი გამოყენების ვადას გაახანგრძლივებს.
- ზამთარში ავტომობილის გაყინული მინები პრობლემებს გიქმნით? დაამუშავეთ მინა საღამოს მარილწყლით, დილით თამამად შეგიძლიათ მიუჯდეთ საჭეს ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე.
- დაწნულ ავეჯს, ცოცხს და ნატურალური მასალისგან დამზადებულ სხვა ნაწარმს იოლად გაწმენდთ მარილწყალში დასველებული ჯაგრისით.
- პროდუქტების დასაჭრელი დაფა ახალივით გახდება, თუკი ლიმონის ნაჭერს ამოავლებთ მარილში და წაუსვამთ მის ზედაპირს.
- ლითონის გამოსაცხობ ფირფიტას გარეცხვამდე მოაყარეთ მიმწვარ ადგილებზე მარილი. დატოვეთ 10 წუთით, ამის შემდეგ მას იოლად გარეცხავთ.
- ფუტკრის ნაკბენი ნაკლებად მტკივნეული გახდება და უცებ დაგიცხრებათ, თუ ნაკბენს ჯერ წყლით მოიბანთ, შემდეგ კი სულ ცოტა მარილს მოაყრით.
- გაწმინდეთ მაცივარი თბილი წყლისა და მარილის ნაზავით.
- უთოს მიმწვარი ზედაპირის გასაწმენდად: მოაყარეთ ქაღალდს მარილი და გაუსვით ცხელი უთო.
- სანთლები უფრო ნელა ჩაიწვება, თუ მათ რამდენიმე საათით წყლისა და მარილის ხსნარში ჩაალბობთ.
- ვერცხლის ჭურჭლის გასაპრიალებლად გამოიყენეთ ზღვის მარილი და სოდა.
- ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის გასაახლებლად და სადეზინფექციოდ, ჩაალბეთ ღრუბელი მარილწყალში მთელი ღამით.