როგორც წესი, ჩამოკიდებული ქუთუთო დაბერების ბუნებრივი პროცესის შედეგია, მაგრამ ეს შესაძლოა, ტრავმითაც იყოს გამოწვეული, ნერვის დაზიანებით და რამდენიმე დაავადებითაც კი.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი მეთოდი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, კვერცხია. მაშ ასე, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვიშოროთ პრობლემა "ჩამოკიდებული ქუთუთო".
1. დაიბანეთ კარგად სახე, მოიცილეთ მთელი მაკიაჟი და კარგად შეიმშრალეთ.
2. კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან.
3. ათქვიფეთ კარგად ცილა.
4. ბამბის ტამპონით წაისვით ათქვეფილი ცილა ქუთუთოზე.
5. გააკეთეთ ეს ფრთხილად, არ მოგხვდეთ თვალში ცილა. ამიტომაც თვალები დახუჭული გქონდეთ, სანამ ცილა მთლიანად არ შეშრება.
6. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით.
ცილის წასმა თვალის ირგვლივ ყოველდღე შეგიძლიათ. უკვე რამდენიმე დღეში პირველი შედეგები შესამჩნევი იქნება!
გავილამაზოთ წარბები, ქალბატონებო...
სათვალის ქვეშ გასაკეთებელი მაკიაჟის 3 ეფექტური ვარიანტი, ცნობილი ვიზაჟისტების რჩევით!