ლამაზი წამწამები ყველა ქალის სიამაყეა. დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ შევძინოთ მათ მოცულობა და სიგრძე მარტივი ხრიკების მეშვეობით. ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ...
ყოველ საღამოს წაისვით წამწამებზე ქოქოსის ზეთი, წამწამების ზრდის დასაჩქარებლად.
გამოიყენეთ წამწამების დასახვევი მხოლოდ დღეში ერთხელ. მისი ყოველი ახალი გამოყენება იწვევს წამწამების ცვენას.
მოათავსეთ გამხმარი ძველი ტუში ჭიქა წყალში, რათა კიდევ რამდენჯერმე გამოიყენოთ.
ასევე, ტუშის გასაცოცხლებლად შეგიძლიათ მასში შეურიოთ რამდენიმე წვეთი მაკიაჟის მოსაცილებელი სითხე.
ოდნავ შეაცხელეთ წამწამების დასახვევი მაშა, უკეთეს ეფექტს მიიღებთ.
წამწამების შეღებვა გაგიიოლდებათ, თუ ფუნჯს 90 გრადუსის კუთხით დახრით.
მაკიაჟის წასმის პროცესის დასაჩქარებლად, შეგიძლიათ წამწამების ერთდროულად შეღებვა და დახვევა.
მწვანე ჩაის კომპრესები ხელს უწყობს წამწამების ზრდას.
აირჩიეთ ტუში, რომელიც ფუტკრის ცვილსა და პანთენოლს შეიცავს.
გამოიყენეთ საბავშვო ტალკი დასაკრობი წამწამების ეფექტის შესაქმნელად. ტუშის პირველი ფენის შემდეგ წაისვით ტალკი, შემდეგ კვლავ ტუში.
ჩამოიშორეთ ტუში სწორად! იმოძრავეთ ზემოდან ქვევით!
გამოცვალეთ ტუში 3 თვეში ერთხელ. გახსოვდეთ, მასში უამრავი ბაქტერია იყრის თავს.
ზედა და ქვედა ქუთუთო ტუშით რომ არ დაისვაროთ, დამცავად გამოიყენეთ საკრედიტო ან სავიზიტო ბარათი.
თუ ხელთ წარბების გელი არ აღმოგაჩნდათ, თამამად გამოიყენეთ ტუჩის უფერული ბალზამი.
გაასუფთავეთ ტუშის ნარჩენებისგან ფუნჯი, რათა წამწამებზე არ დაგრჩეთ საშინელი ხორკლები.