ვიცით, რომ გადამუშავებული საკვები პროდუქტები მავნეა, მაგრამ ისინი მაინც რჩება ჩვენს საყვარელ "დელიკატესებად". გადამუშავებული პროდუქტები, ფასთ-ფუდი, გენმოდიფიცირებული საკვები აზიანებს ჩვენს ორგანიზმს, ცვლის рН-დონეს.
ადამიანის ორგანიზმი ტუტოვანი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ბუნებას ვეწინააღმდეგებით და ვქმნით მჟავურ სფეროს. рН-მჟავა ზემოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ორგანიზმი მიდრეკილი ხდება სხვადასხვა დაავადების მიმართ.
ტუტე პროდუქტები
თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, ალბათ, გააკეთებთ ყველაფერს მისთვის. ვეცდებით, ამაში ცოტაოდენი წვლილი შევიტანოთ და შემოგთავაზებთ ტოპ-5 ტუტოვან პროდუქტს. ნუ დაელოდებით, სანამ ავად გახდებით, უმჯობესია, პრევენციის მიზნით ჯანსაღად იკვებოთ.
შვეიცარიული მანგოლდი (ფოთლოვანი ჭარხალი)
ეს გახლავთ ყველაზე ძლიერი ტუტოვანი პროდუქტი, რომელიც ჩვენს სისტემას ვირუსებისა და ბაქტერიებისგან იცავს.
ნესვი
ნესვს არაჩვეული ნიშნული გააჩნია рН = 8,5. დაამატეთ ეს ხილი რაციონში და დატკბით. საზამთროც ასევე სასარგებლოა - უჯრედისის მაღალი შემცველობის ხილი 92%-ით წყლისგან შედგება.
წიწიბურა
წიწიბურას საკვები ნივთიერებები ენერგიით მოგამარაგებთ მთელი დღის განმავლობაში. მიირთვით მეტი წიწიბურა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ოპტიმალური ფუნქციის უზრუნველსაყოფად.
ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი დიდი ოდენობით Е ვიტამინსა და უჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.
სელის თესლი
სელის თესლი ძალზე ტუტოვანია, მდიდარია Е ვიტამინითა და უჯრედისებით. მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებები განსაკუთრებით ეხმარება ქალებს მენოპაუზის დროს.
სხვა ტუტოვანი პროდუქტები
* ავოკადო
* ბანანი
* კენკრა
* სტაფილო
* ნიორი
* ბროკოლი
* ყურძენი
* ანანასი
* ლიმონი
* ბრიუსელის კომბოსტო
* ფერადი კომბოსტო
* გრეიპფრუტი
* წყალმცენარეები
* კიტრი
* ოხრახუში
* ისპანახი
* ფორთოხალი
* პაპაია