თეძოებზე, ზურგზე და იღლიის ქვეშ დაგროვებულ ზედმეტ ცხიმს ყველაზე მოდურ საზაფხულო სამოსზე წარმოდგენის გაფუჭებაც კი შეუძლია.
შედეგად ვიღებთ ცუდ განწყობას და დაბალ თვითშეფასებას.
საბედნიეროდ, არსებობს ამ პრობლემის გადაწყვეტის საშუალება. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე სავარჯიშოს, რომელთა წყალობითაც თავდაჯერებულობას დაიბრუნებთ.
როგორ მოვიშოროთ ნაკეცები ზურგზე
1.დადექით სწორად, ღრმად შეისუნთქეთ, დაჭიმეთ ხელები. შემდეგ ასწიეთ ხელები მაღლა და დადექით ფეხის წვერებზე. ეცადეთ, ამ მომენტში მხრები არ ასწიოთ. გაიმეორეთ 3 წყებად 8-ჯერ.
2. ფეხები მხრების გასწვრივ, ოდნავ მოხარეთ მუხლები, კორპუსი გადახარეთ წინ. გასწორებული ხელებით შეეხეთ იატაკს. მოხარეთ ხელები იდაყვებში და ასწიეთ მაღლა. გაიმეორეთ 3 წყებად 10-ჯერ.
3. დადექით სწორად, შეისუნთქეთ ღრმად, ხელები მკერდთან მოხარეთ, გასწიეთ და გამოსწიეთ ხელები ისე, რომ მტევნები ერთმანეთს შეეხოს. ვარჯიშის გასართულებლად დაიკავეთ ხელში ჰანტელები ან რაიმე მძიმე საგნები. გაიმეორეთ 3 წყება 10-ჯერ.
4. დადექით სწორად, შეისუნთქეთ ღრმად, ხელები მკერდის გასწვრივ გაჭიმეთ. შეასრულეთ ცურვის იმიტაციის მოძრაობები. გაიმეორეთ 3 წყება 10-ჯერ.