ალბათ გაღიზიანებთ თქვენი პარტნიორის ჩვევა, როდესაც წინდებს სავარძლის უკან აგდებს, ან სანთებელათი ხსნის ლუდის თავსახურს. გაგიჟებთ, არა? რატომ არ წყვეტს ამის გაკეთებას? იმიტომ, რომ თქვენ თავადაც გაქვთ ჩვევები, რომლებიც მას აღიზიანებს.
ყრით ტანსაცმელს კარადიდან იატაკზე
უმაღლესი პილოტაჟია - გადმოყარო ყველაფერი იატაკზე მას მერე, რაც თქვენი სატრფო სახლიდან გავა და დაახვედროთ იგივე პოზიციაში, როდესაც შინ დაბრუნდება. ”სახლი გაქურდეს?” - გაიფიქრებს ის პირველ რიგში. ”უკანონო ჩხრეკა?” ”კატა გაგიჯდა?” - ნებისმიერ ვარიანტში, თუ გუულმა არ უმტყუნა, კარგი იქნება.
კამათში მესამე პირს რთავთ
”დედა, უთხარი, მას რამე, რაა!”. ”აი, ნინოს ქმარი ამას არასოდეს იზამს”, ”ყველა მეუბნებოდა, რომ ოდესმე ასე მოიქცეოდი!”. იცით, რატომ დადუმდა ის? წარმოიდგენს, რომ ახლა დიდი გველეშაპია, მოდის საომარ მდგომარეობაში და ყველა ამ ”საყვარელი” ადამიანის განადგურებას ისახავს მიზნად.
მიირთმევთ მისი თეფშიდან
არა, რას ამბობ! ციკნის ხორცს როგორ შევჭამთ, მას ხომ უსიამოვნო სუნი ასდის! კრევეტებიც არ გვინდა - რთული გასარჩევია! დესერტს არ მივირთმევთ, რადგან ამდენი მუცელში არ ჩაგვეტევა. აი. ცეზარი და ჭიქა ღვინო - კი ბატონო! შედეგად, უბედური მამაკაცი ციკნის ძვალს და კრევეტების კუდს ლოკავს და შაქრის ფხვნილს ეჭიდავება ჩანგლით. იმიტომ რომ: ”უი, რა კარგად გამოიყურება, გამასინჯე, რაა!”
პირდაპირ არ ვეუბნებით სათქმელს, მხოლოდ ”ვენამიოკებით”
ნაცნობი ქვესთი: ”წადი იქ, არ ვიცი სად, მომიტანე ის, არ ვიცი რა”. მინიშნებები? მინიშნებები სუსტებისთვისაა.
ვიღებავთ ფრჩხილებს პირდაპირ სამზარეულოში
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, ფაქტია. მაგრამ უთხარით ეს თქვენს კატას, რომელიც განეწყო, მონაწილეობა მიიღოს ისეთ რიტუალში, როგორიც ფრჩხილების ლაქით შეღებვაა.
ვალაგებთ მის ნივთებს
დარწმუნებული ვართ, რომ გავარჩევთ დედაპლატას ვიდეობარათისგან, ხელსაწყო ინსტრუმენტებშიც გადასარევად ვერკვევით. მაგრამ არავის უთქვამს, რომ ამ ყველაფრის თანმიმდევრობით დალაგება ვიცით.
გვაქვს ფეხსაცმლის კოლექცია
კარგად გვესმის შენი და გვწამს, რომ ფეხსაცმელი ზედმეტი არასდროს არის. მაგრათ თუ თქვენი ლაბუტენები ანტრესოლიდან მამაკაცს თავზე დაეცა, ნუ დაიწყებთ მაღაზიაში წუწუნს, რომ ფეხშიშველი ობოლი ხართ.
მუდმივად ვეკითხებით, რაზე ფიქრობს
თუ მამაკაცი ჩაფიქრებულად შეჰყურებს ჭერს, მერე ჭიპში იქექება და აკვირდება იმას, რაც იქედან ამოიღო - ეს ზუსტად იმაზე ფიქრობს, რასაც ხედავს და სხვა არაფერზე. ისინი ასე არიან მოწყობილი. ამის მოსმენა გსურდათ?
ვიცვამთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და მერე ვწუწუნებთ, რომ ასე სიარული შეუძლებელია
ის ალბათ რომანტიკულ გასეირნებაზე ოცნებობდა: ”შეხედე, ძვირფასო, ამ ეზოში მკვდარი ყვავი დავასაფლავე ერთ დროს!” ძვირფასს კი არ შეუძლია შეხედვა, რადგან ამ ქუსლებზე სიარული შეუძლებელია. რესტორანი? დიდი სიამოვნებით. სხვა დანარჩენი არ განიხილება.
საათობით ვიპრანჭებით
გახსოვს, პატარა რომ იყავი, არ გესმოდა, რატომაა ასე უსამართლოდ მოწყობილი სამყარო - დგება ღამე და უნდა დაიძინო. არა, კი ხვდებოდი, მაგრამ ამ ფაქტის მიღება არ გსურდა. აქაც იგივე ისტორიაა. მამაკაცი უბრალოდ ვერ ხვდება, რას აკეთებ სააბაზანოში 2 საათის განმავლობაში.