გაციების სეზონი მოგვიახლოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფისის თანამშრომლების უმეტესობა გაციებული ივლის სამსახურში. მეცნიერების კვლევით, დაავადებული თანამშრომლების 90 პროცენტი სამსახურში სიარულს აგრძელებს, თუმცა, ექიმების რჩევით, ისინი სახლში უნდა ისხდნენ.
შემდეგში, როცა გაცივდებით და სამსახურს გააცდენთ, ეს 7 მიზეზი მოიყვანეთ არგუმენტად.
დაავადება სწრაფად ვრცელდება ოფისში. არიზონის უნივერსიტეტის ცდის შედეგად დამტკიცდა, რომ თუ გაციებული ადამიანი ოფისში 4 საათს მაინც გაატარებს, ნახევარზე მეტ თანამშრომელს გადასდებს გრიპს.
მიკრობები საშიშია
გაციების ბაქტერია საკმაოდ ძლიერია, მყარ საფარზე (მაგიდა, კლავიატურა, სკამი) 48 საათი შეუძლია იცოცხლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გაციებული თანამშრომელი სამსახურში მოვიდა და მასთან უშუალო შეხება არ გქონიათ, ორი დღე მაინც გაქვთ ავად გახდომის შანსი.
კოლეგები არ ზრუნავენ თქვენზე
ოფისის თანამშრომლების უმეტესობა არ იბანს ხელებს, არც ქუჩიდან სამსახურში მოსვლისას და არც ტუალეტიდან გამოსვლისას. ასე რომ, ჩვეულებრივი ხელის ჩამორთმევა შეიძლება დაავადების მიზეზი გახდეს.
თქვენი მაგიდა ბაქტერიების ბუდეა
კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ სამუშაო მაგიდაზე უფრო მეტი მიკრობი გროვდება, ვიდრე უნიტაზზე. მოერიდეთ კომპიუტერის წინ ჭამას.
ავადმყოფი ადამიანი შრომის უუნაროა
2012 წელს ჩატარდა გამოკვლევა და დადგინდა, რომ გრიპის დროს ოფისში მუშაობა 60 პროცენტით დაქვეითებულია. გაციებულ თანამშრომელს მუშაობის თავი არა აქვს და სახლში წასვლის დროს ელოდება.
გრიპი ფეხზე არ უნდა გადაიტანოთ
თუ გაციების დროს სამსახურში მაინც დადიხართ, ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდებით და სეზონზე დაავადების შანსი კიდევ 20-30 პროცენტით მოიმატებს. თქვენი გმირობა - გაციებული სამსახურში სიარული - თქვენთვისაც საზიანოა და თქვენი კოლეგებისთვისაც.
ზარალი კომპანიისთვის
60 პროცენტი, რომელსაც კომპანია დაზღვევაზე იხდის, უკვალოდ ქრება. მაგალითად, ის ფაქტი, რომ უმეტესობა გრიპის დროს სამსახურში სიარულს ამჯობინებს, ამერიკულ ეკონომიკას ყოველწლიურად 227 მლრდ დოლარით აზარალებს. ასეთი კვლევა საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა, დანაკარგი აქაც კოლოსალური იქნება.
დაბოლოს, თუ ავად გახდით, შინ დარჩით და იმკურნალეთ, ვიდრე კოლეგებიც დააავადოთ და ქვეყნის ეკონომიკასაც ზიანი მიაყენოთ.