ფეხმძიმე ირინა შეიკი ბოლო დროს ყველაზე განხილვად ვარსკვლავად იქცა. ორსულობას მოდელისთვის ხელი არ შეუშლია, მონაწილეობა მიეღო Victoria’s Secret-ის ბოლოს დროის ყველაზე გახმაურებულ შოუში.
ჭორების მიზეზი ლამაზმანის ხელზე შემჩნეული ნიშნობის ბეჭედიც გახდა. სავარაუდოდ, მსახიობი ბრედლი კუპერი და მოდელი მალე დაქორწინდებიან.
ახლა კი რუსი წარმოშობის ლამაზმანმა თაყვანისმცემლებს თავისი ყოველდღიური რაციონი გაუმხილა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმე მოდელის მენიუში ჭარბობს კერძები რუსული სამზარეულოდან - მაგრამ ძალიან ნერვიულობს წონის გამო.
ირინამ "ინსტრაგრამზე" დიდი სიამოვნებით წარმოგვიდგინა მადისაღმძვრელი შავი ხიზილალიანი ბლინების ფოტო.