კარგი ამბავი გვაქვს მათთვის, ვისაც სურს, ზამთარი გაციების გარეშე გაატაროს.
ცხვირის წვეთების გამოყენება ქუჩაში გასვლის წინ
კაპილარები ისედაც ვიწროვდება ქუჩაში გასვლის წინ და თუ წვეთებითაც "მიეხმარებით", ცხვირის ლორწოვანი გარსი ვერ მოახერხებს თქვენს დაცვას მიკროორგანიზმებისგან და იმ ჰაერის გათბობას, რომელსაც შეისუნთქავთ. უმჯობესია, ცხვირი ქუჩაში გასვლის წინ გამოისუფთაოთ.
პირით სუნთქვა ქუჩაში
როცა პირით სუნთქავთ, ჰაერი ვერ ასწრებს გათბობას, რის გამოც ყელი გიცივდებათ და შეიძლება ანგინა დაგემართოთ. ისუნთქეთ ცხვირით ნელა და არა ღრმად.
ცხვირ-პირის შარფით ჩაფუთვნა
ქსოვილზე გამონასუნთქი ყინვაში ყინულად გადაიქცევა. ჰაერი, რომელსაც მის მიღმა ჩაისუნთქავთ, კიდევ უფრო ცივია. ამას მოჰყვება ანგინა, ბრონქიტი ან კანის გაღიზიანება. დაიფარეთ სახე, მაგრამ არა ცხვირი.
სახლში გაქცევა ყინვის დროს
თუ ატყობთ, რომ გაიყინეთ, სახლში ნუ გაიქცევით, შეირბინეთ ცოტა ხნით მაღაზიაში, აფთიაქში, გათბით და ისევ გააგრძელეთ გზა.
ვიწრო ფეხსაცმელი ზამთარში
ისევე, როგორც ვიწრო სამოსი, ფეხსაცმელიც სხეულის სწრაფ გაყინვას იწვევს. თავისუფალი სამოსი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს.
ცხელის დალევა სახლიდან გასვლის წინ
ცხელი სასმელი აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, კაპილარები ფართოვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქუჩაში გასული სწრაფად კარგავთ საკუთარ სითბოს. თუ გწყურიათ, დალიეთ თბილი სასმელი ან ოთახის ტემპერატურის წყალი.
შიმშილი ყინვაში
ორგანიზმს გასათბობად ენერგია სჭირდება. ამიტომ, როგორც კი მოგშივდებათ, შეჭამეთ რამე ან დალიეთ თბილი ჩაი თბილ შენობაში.
კრემის წასმა სახლიდან გასვლის წინ
კრემი უნდა წაისვათ სახლიდან გასვლამდე 30-40 წუთით ადრე, რათა კრემში არსებულმა წყალმა კანში შეღწევა მოახერხოს და არ გაიყინოს ქუჩაში და არ გაგიფუჭოთ კანი.
ალკოჰოლის სმა ქუჩაში
თავს კარგად იგრძნობთ პირველი 30-40 წუთი, მერე სხეული გაცივებას დაიწყებს, ტვინი კი ადეკვატურ სიგნალს ვერ მიიღებს და ადვილად გაცივდებით. ამიტომ ალკოჰოლური სასმელი უნდა სვათ შენობაში.