ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რიგით 74-ე ცერემონია მსახიობმა ჯიმი ფელონმა გახსნა.
ტრადიციულად, პაპარაცებმა ყველაზე საინტერესო კადრები წითელ ხალიჩაზე გადაიღეს. ექსკლუზიური კაბები, ძვირფასი სამკაულები და ტრენდული ვარცხნილობა - ჰოლივუდელი მსახიობები ფოტოგრაფებისთვის რამდენიმე საათი პოზირებდნენ.
პაპარაცების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია 26 წლის მსახიობმა ლოლა კირკიმ, თუმცა ამის მიზეზი არა მისი ვარდისფერი ყვავილებიანი კაბა, არამედ თმიანი იღლია აღმოჩნდა. სერიალის - "მოცარტი ჯუნგლებში" ვარსკვლავი თამამად პოზირებდა წითელ ხალიჩაზე და ცდილობდა, კარგად დაენახვებინა პაპარაცებისთვის მისი "საპროტესტო მანიფესტი". სხვათა შორის, ის უკვე მეორედ წარდგა "ოქროს გლობუსის" წითელ ხალიჩაზე თმიანი იღლიით. გაგრძელება + ფოტო