ადამიანები, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადნენ, ინდივიდუალური ხასიათის თვისებებით გამოირჩევიან.
ამიტომ მათთვის პირველ პაემანზე თავის მოწონებისთვის სხვადასხვა მეთოდია საჭირო. ჩვენ გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც დეტალურად მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა მოხიბლოთ ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი პირველი ნაცნობობისას...
პაემანი კირჩხიბთან
მაშ ასე, თქვენ გადაწყვიტეთ დაიპყროთ კირჩხიბის გული. წესი პირველი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ - კირჩხიბს იდუმალება მოსწონს, ამიტომ ეთამაშეთ. პირველი ნაცნობობისას ყოველ ათ წუთში ერთხელ გაიხედეთ მის მხარეს და გაუღიმეთ. მერწმუნეთ, კირჩხიბის მხრიდან სიმპათია გარანტირებული გაქვთ. სასურველია, პირველი პაემანი მდინარის, ზღვის ან ტბის პირას დაუნიშნოთ. წყალი დადებითად განაწყობს ამ სტიქიის წარმომადგენლებს და მოქმედებს მათ ხასიათზე. დაუსვით კითხვები არამხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ოჯახის წევრებზეც, ნებისმიერი სქესის კირჩხიბს სიამოვნებას ანიჭებს ახლობლებზე - განსაკუთრებით კი, დედაზე საუბარი. კირჩხიბისთვის მეორეხარისხოვანი არ არის მისი სამეგობრო წრე. ამიტომ აუცილებლად უნდა მოახერხოთ ამ ადამიანების სიმპათიის დამსახურება. მეგობრები კირჩხიბის მეორე ოჯახია. შესაბამისად, თქვენ ამ ოჯახმა კარგად უნდა მიგიღოთ და თავისიანად გაღიაროთ. კირჩხიბი უზომოდ მოსიყვარულე და მზრუნველი ნიშანია. ამიტომ თუ მან გულის კარი გაგიღოთ, ნუ უგულებელყოფთ მის ყურადღებას თუნდაც მის მიერ გამოვლენილი ზრუნვა ხანდახან სულის ხუთვად მოგეჩვენოთ. კირჩხიბი ვერ იტანს უყურადღებობას, ამიტომ ნაზი გრძნობების დაფიქსირება თქვენც არაერთგზის და ხშირად მოგეთხოვებათ. გაგრძელება