თაფლი და დარიჩინი - ორი უძველესი პროდუქტია, რომელსაც აიურვედა და ტრადიციული ჩინური მედიცინა დიდ პატივს სცემს. ორივე სასწაულად გემრიელი და სასარგებლოა ადამიანისთვის.
აფერხებს დაბერებას
თაფლიცა და დარიჩინიც უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რაც აფერხებს ორგანიზმის დაბერების პროცესს და ხელს უშლის დაავადებების გავრცელებას.
აუმჯობესებს გულის მუშაობას
დარიჩინიანი თაფლი განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთრის პერიოდში. ის აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობას.
დაუმატეთ რამდენიმე სადილის კოვზი დარიჩინი თაფლიან ქილაში და დილაობით პურთან ან ორცხობილასთან ერთად მიირთვით.
ებრძვის ბაქტერიულ ინფექციებს
თაფლი ბუნებრივი ანტიბიოტიკია; დარიჩინი - ანტისოკოვანი, ანთებსაწინააღმდეგო პროდუქტი. ისინი შველიან ისეთ დაავადებებს როგორებიცაა: შარდის ბუშტის ანთება, თირკმელების ინფექცია და სხვ.
გეხმარებათ წონის დაკლებაში
ჩაანაცვლეთ ტკბილეული დარიჩინიანი თაფლით, თუ გახდომა გსურთ.
გარდა ამისა, დალიეთ ძილის წინ და საუზმობამდე 30 წუთით ადრე 1 ჭიქა წყალი 1 ჩაის კოვზი თაფლითა და 1/2 ჩ/კ დარიჩინით.
აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში
დამტკიცებულელია ხანგრძლივი კვლევით.
როგორ მივიღოთ?
თაფლიან ქილაში ჩაამატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი დარიჩინი და კარგად ამოურიეთ. თქვენ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. ყოველ დილით, საუზმეზე მიირთვით პურის ნაჭერი ან ორცხობილა (პეჩენია), რომელსაც თაფლს და დარიჩინს წაუსვამთ.
დაბოლოს, ნუ აჭმევთ თაფლს ბავშვებს ორ წლამდე.