ჟურნალისტების - ეკა ხოფერიასა და ნათია კობერიძის (ჭკუასელი) დაპირისპირება სოციალურ ქსელში კვლავ გრძელდება.
ამჯერად გარჩევაში, რომელიც ეკა ხოფერიას ქალიშვილის, ანანო ლევიძის პოსტს მოჰყვა, სხვა ცნობილი ჟურნალისტები და ორივე მხრიდან მეგობრები ჩაებნენ.
"მადლობა ამ უცნობ ადამიანს საღი აზრისთვის. ხოფერიას და მისი ისტერიკული სადაქალოს აზრი არ მაინტერესებს.
რამდენიმე ადამიანზე გული დამწყდა, მაგრამ არც პირველია და არც უკანასკნელი", - წერს ნათია კობერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ერთ-ერთი კომენტარის "სქრინს" აქვეყნებს. განაგრძეთ კითხვა