თაფლი ძველად მთავარ სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა.
თავად ჰიპოკრატე მოუწოდებდა ყველას, ყოველდღიურად მიეღოთ თაფლი.
დღეს სამეცნიერო მედიცინაც აქტიურად იყენებს თაფლს, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
სასწაულმოქმედი ნექტარი აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს ენერგიას და ორგანიზმის დამცავი ფუნქციების მობილიზებას ახდენს.
რა თქმა უნდა, სამკურნალო თვისებები მხოლოდ ნატურალურ თაფლს გააჩნია. თაფლის გათბობა მის მიკროელემენტებს ანადგურებს, რასთან ერთადაც სამკურნალო თვისებებიც კვდება.
თაფლის მთავარი სასარგებლო თვისება - ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედებაა. თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც ბაქტერიების განადგურების მაღალ შესაძლებლობაზეა პასუხისმგებელი. თაფლს ასევე ანემიის დროს იყენებენ. ის სისხლში ჰემოგლობინის დონეს არეგულირებს. თაფლით კურნავენ ხველასაც, განსაკუთრებით - ბავშვებში. მას თბილ რძეში ხსნიან. გაგრძელება