თუ მშობლები ყოველთვის გსაყვედურობდნენ გვიან გაღვიძებისთვის, უწესრიგობისთვის და უხამსი სიტყვების გამოყენებისთვის - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში!
არადა, შეიძლება გენიოსიც კი იყოთ.
ერთ-ერთმა კვლევამ მითები დაამსხვრია. მეცნიერებმა დაადგინეს, მათ, ვინც უხამს სიტყვებს იყენებს, სულაც არ აქვთ შეზღუდული ლექსიკონი. მათ შეამოწმეს, რამდენი ასეთი სიტყვის წარმოთქმა შეუძლიათ 1 წუთის განმავლობაში და აღმოაჩინეს, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ამასა და IQ ტესტის წარმატებით გავლას შორის.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უხამსი სიტყვების მარაგი რიტორიკული ძალის მაჩვენებელია.
როდესაც კითხულობთ, რომ ჯანსაღი ძილი დაგეხმარებათ, გახდეთ მილიონერი, ნუ დაუჯერებთ ამ სისულელეს. სინამდვილეში, გვიან დაძინება განსაკუთრებული ინტელექტის მაჩვენებელია.
კარგ საზოგადოებაში ხართ: ბარაკ ობამა, ჩარლზ დარვინი, უინსტონ ჩერჩილი, კიტ რიჩარდსი და ელვის პრესლი - ამ "ღამურების" წარმატებულობაში ალბათ ეჭვი არავის ეპარება.
თუ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც მაღვიძარას მუდამ გვიან აყენებს, კარგი ამბავი გვაქვს: შესაძლოა, მათზე უფრო ჭკვიანი, კრეატიული და ბედნიერი იყოთ, ვინც მაღვიძარის პირველივე დარეკვის შემდეგ წამოხტება.
თუ საკუთარი ორგანიზმის მოთხოვნილებებს ვემორჩილებით და არა მკაცრ წესებს, უფრო დამოუკიდებელი და შემოქმედებითი ვხდებით.
სამუშაო მაგიდაზე უწესრიგობა შემოქმედებით პროცესს უწყობს ხელს. მინესოტას უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების თანახმად, ეს მაღალ ინტელექტზე მეტყველებს.
თუ დალაგებასა და ორგანიზებას დიდ დროს არ უთმობთ, ე.ი. თქვენი გონება უფრო მნიშვნელოვანი რამეებითაა დაკავებული.
მოკლედ, განაგრძეთ გვიან დაძინება, აგინეთ მტრებს და იცხოვრეთ თქვენს არარეალურ უწესრიგობაში.
თქვენი ბრწყინვალე ტვინი ამას იმსახურებს!