"მიიღე, რაც შეიძლება მეტი წყალი!" - მოგვიწოდებენ ლამის ყოველ სტატიასა თუ გადაცემაში, რომელიც ჯანმრთელობას ეხება. მაგრამ ექიმები სხვაგვარად მიიჩნევენ: წყლის გადაჭარბებული მიღებით იტვირთება თირკმელები და შედეგად, სარგებლობის ნაცვლად პრობლემებს გვიჩენს.
ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და წყლის ყოველდღიური მიღება ყველას სხვადასხვა დოზით გვეკუთვნის. აუცილებელი სითხის რაოდენობის გამოთვლა მარტივია, თუკი გამოიყენებთ უნივერსალურ სქემას. თუკი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ ან თირკმელების პრობლემები გაქვთ, აუცილებელია დამატებით, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ.
მაგრამ მთავარი კითხვაა, არა რამდენი სითხე მივიღოთ, არამედ რა დროს! ექიმები გვირჩევენ, მივდიოთ რამდენიმე მარტივ წესს:
1. დალიეთ 1-2 ჭიქა წყალი გაღვიძებისთანავე. ღამით ორგანიზმი იფიტება, ამიტომაც აუცილებელია შეავსოთ სითხის მარაგი დილიდანვე.
2. ყოველი ჭამის წინ სასურველია დალიოთ 200 მლ წყალი. ეს დაგეხმარებათ, დააჩქაროთ მეტაბოლიზმი.
3. შეეცადეთ დააკომპენსიროთ ერთი ჭიქა წყლით ყოველი ფინჯანი ჩაი ან ყავა.
4. უნდა მიაყოლოთ თუ არა წყალი საჭმელს? ექიმების აზრი აქ ორად იყოფა. ერთნი თვლიან, რომ ეს საზიანოა ორგანიზმისთვის, რადგან წყალი აზავებს კუჭის წვენს.;მეორენი მიიჩნევენ, რომ ეს უკუნაჩვენებია მხოლოდ მათთვის, ვისაც კუჭის დაქვეითებული მჟავიანობა აქვს.
5. მაღალინტენსიური ძალოსნური ვარჯიშისას აუცილებელია ყოველ 20 წუთში ერთხელ მიიღოთ 150 მლ წყალი (ჩვეულებრივი პლასტიკატის ჭიქის მოცულობა).
6. ღამით აჯობებს შეზღუდოთ სითხის მიღება, განსაკუთრებით, იმ ადამიანებმა, ვისაც თირკმელების დაავადება აქვს.
ასევე იხილეთ:
რა ხდება ორგანიზმში, როცა წყალს უზმოზე ვსვამთ - უნიკალური იაპონური მეთოდი (+ სქემა)