თუ დილით სადმე გაგვიანდებათ და შეამჩნიეთ, რომ ძილის შემდეგ თქვენი თმა გაჩეჩილია, თმის ძირი ცხიმიანია ან არეულია, თავის დაბანის დრო კი არ გაქვთ - აი, მარტივი ხრიკები სიტუაციიდან გამოსასვლელად.
ცხიმიანი ძირები:
თუ რამდენიმე დღის განმავლობაში თავის დასაბანად ვერ მოიცალეთ, წაისვით თმის დასავარცხნი საშუალება მთელ სიგრძეზე, დაივარცხნეთ და შეიკარით კუდი. ეს ხრიკი 3-5 დღით გამოგადგებათ, შემდეგ ჩვეულებრივად უნდა დაიბანოთ თავი.
არეული ხვეული თმა
მოუსვით თმას სველი ხელსახოცი ანტისტატიკით. შემდეგ შეიკარით მაღალი მოდური კუდი და დაიმაგრეთ.
ნაკეცები თმაზე
თუ ცუდად გამშრალი თმით გეძინათ, ნაკეცები სრულიად მოსალოდნელია. ვერ ისწორებთ? ისე უნდა მიაწოდოთ, თითქოს ასეც იყო ჩაფიქრებული: დაიხვიეთ თმის სახვევით და შექმენით დიდი ტალღები. მზადაა!