ეს ტესტი მე-20 საუკუნეში უნგრელმა ფსიქიატრმა ლეოპოლდ სონდიმ შექმნა და დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებისთვის დაფარული იყო.
მისი მთავარი მიზანი იყო, გაერკვია ყველაზე ღრმა შინაგანი იმპულსები, რომლებიც პიროვნების არაცნობიერში იმალება.
ტესტს საფუძვლად უდევს ზიზღი ან პირიქით, სიმპათია წინასწარ შერჩეული ადამიანების ფოტოების მიმართ. სონდი თვლიდა, რომ გარემომცველ ადამიანებზე გადაგვაქვს ის თვისებები, რომლებიც საკუთარ თავში ყველაზე მეტად გვაღიზიანებს ან პირიქით, გვხიბლავს. რვა მიდრეკილების, ანუ პორტრეტული არჩევანის მეთოდი პასუხებს იძლევა ძალიან ბევრ შეკითხვაზე, მათ შორის, ხსნის ადამიანის არჩევანს სიყვარულში, მეგობრობაში, პროფესიაში, სამუშაოში და
მიუთითებს გარკვეული დაავადებებისადმი მიდრეკილებებზეც.
ორიგინალში ტესტი წარმოადგენს 6 სერიას, რომელთაგან თითო 8 პორტრეტისგან არის შედგენილი. ყოველ სერიაში წარმოდგენილია: ჰომოსექსუალი, სადისტი, ეპილეფსიით დაავადებული, კატატონიით დაავადებული, შიზოფრენიით დაავადებული, დეპრესიაში მყოფი და მანიაკი. ქვემოთ წარმოდგენილია შედარებით მოკლე და ამიტომ, შესაძლოა, ნაკლებად ზუსტი ვერსია.
ინსტრუქცია:
დააკვირდით ამ 8 ადამიანის პორტრეტებს და აირჩიეთ მათგან ერთი, რომელთან შეხვედრასაც ყველაზე მეტად არ ისურვებდით ღამით, ჩაბნელებული ქუჩის კუთხეში, რადგან მისი გარეგნობა თქვენში ზიზღს ან შიშს იწვევს. შემდეგ კი გაიგეთ პასუხები.
მნიშვნელოვანია!
ტესტის შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ფსიქიკური აშლილობა გაქვთ. ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც აღნიშნული ტესტი საჭიროა და რისთვისაც საერთოდ შეიქმნა, არის ის, რომ გამოავლინოს რეპრესირებული შინაგანი იმპულსების წინაპირობა ფსიქოანალიზურ თეორიასთან შესაბამისობაში.
ტესტის გაშიფვრა