გსურთ, კარგად გამოიყურებოდეთ? მაშინ იზრუნეთ კანზე! საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მოვლილი კანი ქალის სავიზიტო ბარათია. დატენიანება კი მისი მოვლის ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია.
რა ხერხს არ მიმართავენ სუსტი სქესის წარმომადგენლები კანის მოსავლელად, არადა, არსებობს მარტივი და ხელმისაწვდომი ხალხური მეთოდები, რომლებიც დაუბრუნებს კანს სილამაზეს...
სახის კანის დატენიანება მაიონეზით
იცოდით, რომ წონისთვის არცთუ ისე სასარგებლო პროდუქტს - მაიონეზს - შესანიშნავი მკვებავი და დამატენიანებელი თვისებები გააჩნია? წაისვით სახეზე მაიონეზი 20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით და დატკბით შედეგით.
თუ 1 ს.კ. მაიონეზსა და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთს შეურევთ, მიიღებთ მკვებავ ნიღაბს მშრალი კანისთვის. უმჯობესია, შინ მომზადებული მაიონეზი გამოიყენოთ.
ალოე ვერა
ალოე ვერა სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. ის აახალგაზრდავებს, კურნავს და ამაღლებს კანის ელასტიურობას.
უბრალოდ, მოჭერით ფოთოლი და რბილობი წაისვით კანზე დილა-საღამოს.
ძალიან მშრალი კანისთვის შესანიშნავია შემდეგი ნიღაბი: შეურიეთ თანაბარი პროპორციებით ალოე ვერა, იოგურტი და კიტრის წვენი. წაისვით სახეზე 15 წუთით. დაიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით. ბოლოს წაისვით დამატენიანებელი საცხი.
ავოკადო
ავოკადოს ნიღაბი მარტივი და საოცრად დამატენიანებელია, შესანიშნავია მშრალი კანისთვის. დააქუცმაცეთ ავოკადოს ნაყოფი, დაამატეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, წაისვით სახეზე 15-20 წუთით. შემდეგ დაიბანეთ ნელთბილი წყლით.
ქოქოსის კარაქი
ქოქოსის კარაქი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება. რაფინირებული ქოქოსის ზეთის გამოყენება შეიძლება როგორც სუფთა სახით, ასევე, დაუმატოთ მოვლის სხვადასხვა საშუალებაში.
ის არ იწვევს ალერგიას და არ ახშობს ფორებს. ატენიანებს კანს, ხსნის ანთებას, ამაღლებს ტონუსს და სიგლუვეს.
რძე
რძე ატენიანებს კანს გარედან და სხეულს შიგნიდან. ეს შესანიშნავი პროდუქტი აქრობს ანთებებს, აცილებს ქავილს და სიმშრალეს. უბრალოდ, დაასველეთ ბამბა რძეში და დაიდეთ პრობლემურ ადგილას 5 წუთით. შესანიშნავი ეფექტი გარანტირებულია!
იოგურტი
მშრალი კანის დასარბილებლად და დასამშვიდებლად, გამოიყენეთ იოგურტის ნიღაბი. შესანიშნავი ეფექტი აქვს იოგურტისა და ხაჭოს ნარევს. შეურიეთ 2 ს.კ. იოგურტი და 1 ს.კ. ხაჭო, წაისვით სახეზე 15 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
თაფლი
თაფლის ნიღაბი ნამდვილი ხსნაა მშრალი კანისთვის! შეურიეთ ½ ს.კ. თაფლი და 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი. მოათავსეთ თასი ცხელ წყალში რამდენიმე წუთით. თბილი ნიღაბი წაისვით სახეზე 15 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. სინაზე გარანტირებულია!
შვრიის ფანტელები
შვრიის ფანტელი უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. მას ხშირად იყენებენ კოსმეტოლოგიაში. იგი შესანიშნავად წმენდს კანს, უბრუნებს ელასტიურობას, აახალგაზრდავებს და სინაზეს სძენს.
ნიღბის მოსამზადებლად შეურიეთ 2 ს.კ. შვრიის ფანტელი და 3-4 ს.კ. რძე ან არაჟანი. დატოვეთ 5-10 წუთით, შემდეგ წაისვით სახეზე 20 წუთით. კანი დატენიანებული და მბზინვარე გახდება!