პერგამენტი ან საცხობი ქაღალდი ყოფა-ცხოვრებაში პირველად 1927 წელს გამოჩნდა.
ახლა ის ყველას აქვს სახლში. მისი გამოყენების შესაძლებლობები მარტო საცხობ ლითონის ფირფიტაზე დაფენით არ შემოიფარგლება.
გაინტერესებთ, კიდევ რაში შეიძლება მისი გამოყენება?
- ის შესანიშნავად წმენდს ქრომირებულ ზედაპირს.
- მიკროტალღური ღუმლის კედლებს რომ არ მიეშხეფოს ცხიმისა და სოუსების წვეთები, დააფინეთ კერძს პერგამენტი.
- თუ შემთხვევით წიგნის ფურცლები დაგისველდათ, დააფინეთ ზემოდან პერგამენტი.
- თუ წყლის ნიჟარას ქვემოდან წყალი გასდის, შემოახვიეთ მილს პერგამენტი და ისე ჩაახრახნეთ. პერგამენტი გაჟღენთილია ცვილით და ჰერმეტიზაციისთვის ეფექტურია.
- საღებავის ქილას ჯერ პერგამენტი დააფინეთ ზემოდან, შემდეგ დააფარეთ სახურავი. საღებავის ზედაპირზე აღარ წარმოიქმნება აპკი და შესაბამისად, არ გაჩნდება ხორხოშელები.
- ყველს გემო რომ არ გაუფუჭდეს, პერგამენტში გაახვიეთ.
- პერგამენტში კარგად ინახება ნატურალური ქსოვილები.
- დაიცავით მაცივრის და კარადის თაროები.
- ელვაშესაკრავი რომ არ გაიჭედოს, პერგამენტი გაუსვით.
- იცით, რომ ცხოველებს ბეწვი უელექტროვდებათ? თუ პერგამენტის ფურცელს გადაუსვამთ ბეწვზე, ცხოველს დისკომფორტი მოეხსნება.
- პერგამენტით მოსახერხებელია გასახსნელის გაწმენდა.