მსოფლიოს წამყვანი ასტროლოგიური საიტები ძალზე ხშირად ატარებენ ონლაინ თუ ქუჩის გამოკითხვებს თემაზე - მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბდებული მამრია ქალების უმეტესობისთვის მამაკაცის იდეალი, როგორც სასიყვარულო, ისე სექსუალური ურთიერთობის თვალსაზრისით.
აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი პუნქტი ყოველთვის სძალავს მეორეს და როგორც წესი, ქალებს უწევთ არჩევანის გაკეთება - ან კარგი სექსი, ან რომანტიკა... თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად ყოფილა... დღეს ჩვენ აგიხსნით, რატომ უნდა აირჩიოთ მამაკაცი კურო მეუღლედ:
1. სტაბილური და მზრუნველი ქმარია - კურო დინჯი, დაკვირვებული და გონიერი ნიშანია. ამგვარი მამაკაცის მოხიბვლას დრო და მოთმინება უნდა. ამიტომ ჩვენი სტატია ქალებს, რომელთაც თავქარიანობა ახასიათებთ და საყვარელი მამაკაცის გულის დაპყრობა რამდენიმე დღეში აქვთ გადაწყვეტილი, არანაირად არ გამოადგებათ. სამაგიეროდ, თუ თქვენ ლოდინის და სიმშვიდის უნარი გაქვთ, ვერ იპოვით ამქვეყნად კუროზე უფრო სტაბილურ, მოსიყვარულე და მზრუნველ ქმარს.
2. ფაქტობრივად, "ორი - ერთშია" - მამაკაცურობასთან ერთად, საოცრად რომანტიკული და გულჩვილია. დიახ, არ მოგესმათ - კურო უზომოდ რომანტიკული ნიშანია. იმიტომ, რომ მისი მმართველი სიყვარულის პლანეტა ვენერაა. შესაბამისად, მამაკაც კუროებს ყოველთვის სჯერათ ნამდვილი სიყვარულის და ამ სიყვარულის დასაცავად მზად არიან, ნებისმიერს დაუპირისპირდნენ, თანაც საკმაოდ აგრესიულად. მისთვის საყვარელი ქალი ოჯახის ღმერთი და ჯადოსნური თილისმაა. ძალა შესწევს, ხელისგულზე ატაროს იგი. ამასთან ერთად, სექსშიც შეუდარებელია და ხშირად, ტემპერამენტით განთქმულ მამაკაც მორიელსაც კი იტოვებს უკან ამ საკითხში. სრულად წაიკითხეთ astrologi.ambebi.ge-ზე...