ფერი ყველა ადამიანზე განსაზღვრულ გავლენას ახდენს. შეარჩიეთ სამოსი კვირის დღეების მიხედვით, რათა მეტ წარმატებას მიაღწიოთ.
ორშაბათი - მთვარის დღეა
ჩაიცვით თეთრი, რძისფერი, სპილოს ძვლისფერი, მარგალიტისფერი სამოსი. თეთრი ამშვიდენს ნერვებს.
სამშაბათი - მარსის დღეა
წითლის ჩაცმის დღეა. არ გაგიჭირდებათ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღების. იქნებით მეტად მიზანმიმართული. მოიმატებს თქვენში სექსუალურობა. თუმცა, მოერიდეთ აგრესიულობას.
ოთხშაბათი - მერკურის დღეა
დიპლომატების, ვაჭრების, სტუდენტების დღეა. ჩაიცვით მწვანე ფერის სამოსი, თუ წარმატების მიღწევა გსურთ. მწვანე ფერი აუმჯობესებს გულისცემას.
ხუთშაბათი - იუპიტერის დღეა
ნარინჯისფერი სამოსი ოპტიმიზმს და პოზიტივს შეგძენთ. შეიძლება გაგიმძაფრდეთ ტკბილი და ცხიმიანი საკვებისადმი მიდრეკილება. ნარინჯისფერი სამოსი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
პარასკევი - ვენერას დღეა
შემოქმედებითი, ინტელექტუალური საქმიანობის გასაუმჯობესებლად ჩაიცვით ღია ცისფერი სამოსი. ეს ფერი ასოცირდება საიმედოობასა და ერთგულებასთან. დაგირეგულირდებათ წნევა.
შაბათი - სატუნის დღეა
ლურჯი ფერის სამოსი მიზანმიმართულებასა და შრომისუნარიანობას შეგძენთ. მოგაცილებთ უძილობას, დაგიამებთ ტკივილს. თუმცა, აქტიურ ადამიანებში შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
კვირა - მზის დღეა
უპირატესობა მიანიჭეთ ყვითელსა და ოქროსფერს. მოგაშორებთ ნაღველს, განგაწყობთ ურთიერთობისკენ. მოგაცილებთ მავნე ჩვევებს, ყვითელი ებრძვის კანის დაავადებას, ასუფთავებს ღვიძლს.