„კრიმინალური აზროვნება“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული ტელესერიალია, რომელსაც შეგიძლიათ ტელეარხ GDS-ზე ჩაუჯდეთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00-18:00 სთ-ზე.
წარმოგიდგენთ 15 ინტელექტუალურ ციტატას სერიალიდან, რომლებიც ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ:
1. ადამიანები იშვიათად კეტავენ კარს, რომელიც წინა დაკეტილი კარის უკან მდებარეობს.
2. თუ შენ სულელად გთვლიან, ეს სასარგებლოცაა! არავინ ეცდება, გეკამათოს.
3. ზოგჯერ შენ აბსოლუტურად ყველაფერს სწორად აკეთებ, მაგრამ მაინც გრძნობ, რომ დამარცხდი.
4. ცხოვრება ღირს იმად, რომ მის გამო იბრძოლო.
5. ოჯახი - ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთთან რამდენიმე გონება ურთიერთობს. თუ მათ ერთმანეთი უყვართ, მათი სახლი ლამაზი ყვავილების ბაღივით იქნება. მაგრამ თუ ისინი ჰარმონიას დაკარგავენ, მათი სახლი დაემსგავსება ქარიშხალს, რომელიც ამ ბაღს დააცარიელებს...
6. ყველა ადგილთან რამდენიმე გზა მიდის.
7. თუ საკუთარ თავს ხშირად უმეორებ ერთსა და იმავეს, მის დაჯერებასაც იწყებ.
8. კარგ მებრძოლებად არ იბადებიან, კარგი მებრძოლები ხდებიან...
9. არ შეიძლება გაიმარჯვო, თუ არ ითამაშე.
10. არაფერია სიმართლეზე ხმამაღალი.
11. თუ გინდათ მონადირე გაიცნოთ, შეისწავლეთ მისი ნადავლი.
12. ტყეში უნდა იყო მელია.
13. დაკითხვა - შესწავლის ყველაზე დინამიკური ფორმაა.
14. მე გმირი ვარ, მე გადავარჩენ ადამიანებს, სანამ სახლის ზღურბლს არ გადავაბიჯებ. იქ მე ვარ მამა და ქმარი, რომელიც არასოდესაა გვერდით.
15. დამნაშავე მართალია ერთ რამეში - მსოფლიო გაგიჟდა!