პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პატარა თემოსთან ერთად დღეს მზიურის პარკში "მზის ფესტივალს" დაესწრო და პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
"დღეს პირველი ივნისია. ეს დღე განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის გამოყოფილი და მთელ მსოფლიოში ზეიმობენ. "მზიური" ის ადგილია, სადაც ტრადიციულად ყოველთვის მოვდივარ და აქ ვიკრიბებით. გვაქვს სხვადასხვა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იმართება წარმოდგენები, გამოფენა-გაყიდვები. დღევანდელ დღეს ყველა მხიარულია. გილოცავთ ამ საოცარ დღეს. მინდა, რომ ყველა იყოთ მხიარულები, ბავშვივით გულწრფელები და ყოველთვის იყოს ბავშვის დღე", -აღნიშნა მაკა ჩიჩუამ. გაგრძელება