გთავაზობთ 6 ნამდვილად მნიშვნელოვან რჩევას, რომლების დაცვითაც საგრძნობლად გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას. შესაძლოა, უმალვე არა, და გარკვეული ძალისხმევაც დაგჭირდებათ, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.
ძვირად ღირებული შენაძენები
ნუ დაიხარჯებით რესტორნებზე, რომლებზეც ჯიბე არ გაგწვდებათ. რეგულარული მსხვილი შესაძენი ფინანსურ მდგომარეობას არყევს. ეს სრულიად გაუმართლებელია! მოიქეცით ისე, როგორც შეძლებული ადამიანები იქცევიან - მოამზადეთ უბრალო შინაური კერძები და ძვირად ღირებული რესტორნები განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შემოინახეთ.
ნუ შეიძენთ უზომო რაოდენობით ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს. დღეს მოდური ტენდენციები ელვის სისწრაფით იცვლება, მათი დაწევა კი დიდ ხარჯებს მოითხოვს. შემოიფარგლეთ საბაზისო გარდერობით, რომელიც მოუხდება თქვენი ცხოვრების წესს.
უარი თქვით მოდური გაჯეტებისა და ბოლო მოდელის ავტომობილების შეძენაზე. ამ შემთხვევაში ყველაზე გონივრული იქნება ერთი და კარგი, მუშა მანქანის ყიდვა, რომელიც წლების განმავლობაში მოგემსახურებათ.
არასოდეს დახარჯოთ ფული იმაზე, რისი მომზადებაც თავად შეგიძლიათ. განსაკუთრებით, ეს მზა საკვებს შეეხება. მაგალითად, პიცის გამოცხობა შინ გაცილებით იაფი, სასარგებლო და გემრიელია.
ძვირად ღირებული განათლება უჭკუოებს დაუთმეთ. უამრავი მდიდარი ადამიანი სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებს ირჩევს. უფასო სწავლა არაფრით ჩამოუვარდება კერძო ფასიანს.
ნუ მოექცევით ბავშვების მოთხოვნების ზეგავლენის ქვეშ. თუნდაც მათთვის ყველაფრის შეძენა შეგეძლოთ, გარკვეული შეზღუდვები მაინც დააწესეთ. მათ უნდა ისწავლონ იმის დაფასება, რაც უკვე აქვთ.