მსუქანი ქალი დიდი მუცლის დაფარვას ბალახონებით ცდილობს.
თუმცა, მონიკა ბელუჩის მაგალითზე დაგიმტკიცებთ, რომ დიდი მუცელი სხვადასხვა კაბით შეიძლიათ "შენიღბოთ".
1. ტანზე მომდგარი კაბა
სილუეტს გამოკვეთს და მუცელს მალავს, ნუ გაიკეთებთ ქამარს, ის კიდევ უფრო გამოკვეთს პრობლემურ ზონას.
2. არასტანდარტული წელის ხაზი
მალავს მუცელსა და გვერდებს, როცა წელის ზონას ზევით სწევთ, აქცენტი დეკოლტეზე გადაგაქვთ. თუ ფეხების გამოჩენა არ გსურთ, კაბა მუხლს ქვემოთ ჩაიცვით.
3. კაბა-პერანგი
თავისუფალი კაბა კარგად ფარავს პრობლემურ ზონას. აირჩიეთ ფერი, რომელიც გიხდებათ. შეგიძლიათ შარვალზეც ჩაიცვათ.
4. კაბა-ღამურა
მუცელს დამალავთ, თუ აქცენტს მკლავებზე გადაიტანთ. ასეთი კაბა აგრეთვე მოუხდება მას, ვისაც ვიწყო გვერდები და მსხვილი მხრები აქვს. კაბა-ღამურა მხოლოდ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უნდა ჩაიცვათ.
5. კაბა-ხალათი
უნივერსალური, ქალური კაბა ყველა ქალს უხდება. აირჩიეთ მსუბუქი მატერიის კაბა. ის ღირსებებს გამოკვეთს და ნაკლოვანებებს დამალავს.