"ცეკვავენ ვარსკვლავები" ფინალისკენ მიდის, შოუში ოთხი კონკურსანტია დარჩენილი:
ოლიკო კობახიძე, სოფო გელოვანი, ირაკლი მაქაცარია და გიორგი ბახუტაშვილი. შესაბამისად, პროექტში ტემპერატურაც მატულობს, რაც ბუნებრივია, - მიზანი ერთია და მისთვის რამდენიმე ადამიანი ერთდროულად იბრძვის. თუ ვინ გაიმარჯვებს, ერთ თვეში გახდება ცნობილი, რასაც მაყურებელი თავისი აქტიურობით გამოავლენს.
შოუში ცნობილმა მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა ცეკვის საოცარი მონაცემები გამოავლინა, თუმცა მისი შრომისმოყვარეობაც დასაფასებელია, ფაქტია, რომ თავდაუზოგავად მუშაობს. AMBEBI.GE მას მორიგი ტურის წინ ესაუბრა.
- გიორგი, რას მოითხოვს კონკურსანტისგან ორი ცეკვის ერთად შესწავლა ასე მცირე დროში?
- სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი, თითოეულ ხასიათზე ერთდროულად უნდა იფიქრო, რადგანაც ყოველი ცეკვა ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ ფინალთან მიახლოება ამ ყველაფერს მეტად მოითხოვს... მოკლედ, ჩემს განწყობაში ჯერ არაფერი შეცვლილა, რადგან ჯერ არაფერი დამთავრებულა...
- მიუხედავად ასეთი დატვირთვისა, მეჩვენება, რომ არ დაღლილხარ...
- ვერ ვიტყვი, რომ არ ვიღლები, მაგრამ ის, რომ აღარ შემიძლია, ასეთი არაფერი ხდება, სასიამოვნო პროცესია. ის, რაც ენერგიას გაძლევს, ისევ აზარტია...
- რა მოლოდინი გაქვს?
- კარგის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ვეცდები, რომ ყველაფერი ღირსეულად მივიღო, როგორც წარმატება, ისე წარუმატებლობა, თუმცა მოლოდინი უმეტესად კარგის მაქვს. ამის საფუძველს მაყურებლის ასეთი აქტიურობა და ერთგულება მაძლევს. ის მართლა ძალიან აქტიური და ერთგულია. მთავარი ეს არის.
- როგორი მხარდაჭერა გაქვს ოჯახისგან და შენი პატარა შვილისგან, ბავშვისთვის ამ რთული რეჟიმის ფონზე თუ იცლი?
- რაც ამ შოუში ვარ, ძალიან იშვიათად ხდება, რომ შვილთან დიდი დრო გავატარო, მაგრამ არის ცხოვრებაში ეპიზოდები, როცა ენერგიის მთელი რესურსი, რაღაც საქმეს სჭირდება, ან პირიქით - ოჯახს. ახლა ის პერიოდია, როცა მთელი რესურსი საქმისკენ არის მიმართული, ამიტომ, ოჯახი მხარს მიჭერს. ბავშვს მოსწონს, როცა ჩემს პლაკატებს ხედავს... გაგრძელება